8 თვის ორსული რუსა ჩაჩუა იტალიაში მოგზაურობს - „მეშინია, მანდ არ გააჩინო“ - მშობლები

8 თვის ორსული რუსა ჩაჩუა იტალიაში მოგზაურობს - „მეშინია, მანდ არ გააჩინო“

2017-07-28 14:19:57+04:00

თვალისმომჭრელი პეიზაჟების ფონზე ლამაზმანი არაჩვეულებრივად გამოიყურება (+ფოტოები) ქართველი ლამაზმანი რუსა ჩაჩუა საზოგადოებამ ტელეპროექტ „ბრავოდან“ გაიცნო. მას შემდეგ რუსას მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა, თუმცა თუ თავდაპირველ პერიოდს არ ჩავთვლით, პრესა მისი ინტერვიუებით დიდად განებივრებული არ ყოფილა.

რამდენიმე წლის წინ რუსა, რომელიც ქმართან იყო განქორწინებული და ორ შვილს ზრდიდა, დიმა ნაფეტვარიძეს გაჰყვა ცოლად.

mshoblebi

რუსა შვილებთან ერთად თავის ქორწილში

დიმა ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მალევე, წყვილს საერთო შვილი, ნატაშკა შეეძინა, ახლა კი ბიჭს ელოდებიან. რუსა უკვე მერვე თვეშია...

სულ ცოტა ხნის წინ, 8 თვის ორსული რუსა მეუღლესა და მეგობრებთან ერთად იტალიაში გახლდათ სამოგზაუროდ. თვალისმომჭრელი პეიზაჟების ფონზე ლამაზმანი არაჩვეულებრივად გამოიყურება. მეგობრები კომენტარებში იმასაც კი უწერდნენ, გვეშინია, მანდ არ იმშობიაროო. თუმცა, რუსა მშვიდობით დაბრუნდა საქართველოში და ფეხმძიმობის ბოლო თვის გატარებას წყნარ გარემოში აპირებს.

mshoblebi

mshoblebi

თეკლა ჟვანია