"ღამით როცა მენატრები, ცაზე ყველაზე ნათელ ვარსკვლავს ვეძებ" ეს ელისაბედ ჩომახიძის მილოცვაა დედისადმი - მარიამ ესაძისადმი. ამ ერთი ჩვეულებრივი ქართველი თინეიჯერი გოგონას ემოციური მილოცვა ნამდვილად აგიჩუყებთ გულს:
"3 აგვისტო... ეს დღე სხვა ყველა დანარჩენ 364 დღეს მირჩევნია. ამ დღეს დაიბადა საოცარი ადამიანი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი დედაჩემია. N1 სანიმუშო ქალი დღეს იუბილარია. ქალი, რომელიც სხვების კეთილდღეობაზე იმდენად ზრუნავს, რომ ხშირად საკუთარი თავი ავიწყდება. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. მზად არის შეუძლებელი შეძლოს და მთელი ცხოვრება მართლაც შეუძლებელს აკეთებს. ეს ადამიანი გმირია. დე, მინდა, რომ გგავდე. მინდა შენსავით პოზიტიურად ვუყურებდე ყველაფერს. მინდა შენსავით სინათლის სხივს ვხედავდე უკუნით სიბნელეშიც კი... ღამით როცა მენატრები (და ეს 10/10 შემთხვევაში ხდება), ცაზე ყველაზე ნათელ ვარსკვლავს ვეძებ, რომ მიგამსგავსო, მაგრამ უშედეგოდ... შენ ბევრად უფრო ნათელი ხარ, ვიდრე ნებისმიერი ვარსკვლავი. გილოცავ, ჩემო კუკუნია გოგო დაბადების დღეს. მინდა, რომ სულ ბედნიერს, ჯანმრთელს, წარმატებულს გხედავდე. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, რაც კი შემიძლია გისურვო. შენ ხარ ადამიანი, რომელიც უდაოდ იმსახურებს ამას... ბედნიერებას. ჩემო ყველაზე თინეიჯერო... ვგიჟდები შენზე... სულ მენატრები... ბევრჯერ მითქვამს, "დედასთან მინდა". როცა რამე მტკივა, ისევ შენ მახსენდები... ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დე. კუსი, ოქრო ხარ. ვიცი, კიდევ ბევრჯერ მოგიშლი ნერვებს, მაგრამ რას ვიზამთ, უნდა ამიტანო".