გთავაზობთ ამ დაავადებების აღწერას საქართველოში ყოველწლიურად ათიათასობით ბავშვი იცრება. თუმცა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრ მშობელს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს და აცრა არ სურს. დაავადებათ კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები სხვა ექიმებთან ერთად ცდილობენ დაარწმუნონ მშობლები, რომ ინფორმაცია აცრების მავნებლობის შესახებ მითია და სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.
„არ არსებობს მედიკამენტი, რომელსაც გარკვეული უკუჩვენება არა აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ საჭიროების დროს მაინც ვაძლევთ ბავშვს ანტიბიოტიკს, ხველების წამლებს, სიცხის დამწევებს... ვაქცინა კი ყველაზე უსაფრთხო პრეპარატია სხვა პარმაცევტულ პროდუქციასთან შედარებით“ - ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე.
ყველა მშობელმა ზუსტად არ იცის, რა მძიმე დაავადებებისგან იფარავს ბავშვს აცრის საშუალებით. გთავაზობთ იმ დაავადებების აღწერას, რომლებიც აცრის შემთხვევაში არასოდეს დაგემართებათ.
ეს დაავადება წელიწადში კლავს 600 000 ადამიანს. მას „ჩასაფრებულ“ მკვლელს უწოდებენ. დაავადების სიმპტომები შესაძლოა ათწლეულების მანძილზეც კი არ გამოვლინდეს. როცა სიმპტომები თავს იჩენს, შესაძლოა უკვე განვითარებული იყოს ციროზი ან სიმსივნე. ეს დაავადებები სიცოცხლეს უსწრაფებს B ჰეპატიტით დაინფიცირებულ ყოველ მეოთხე ადამიანს. დაავადებულებს მთელი ცხოვრების განმავლობაშიო უწევთ მასთან ბრძოლა, რადგან ქრონიკულად მიმდინარეობს
ვაქცინაცია ორგანიზმს სრულად ვერ იცავს ტუბერკულოზით დაავადებისაგან, მაგრამ ბავშვებში ხელს უშლის ტუბერკულოზის მძიმე ფორმების განვითარებას, რომელიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარება და ხშირად სიცოცხლისათვის საშიშია.
• წლის განმავლობაში 2-3 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 100 000 ბავშვი.
• ყოველი მესამე ადამიანი ინფიცირებულია.
დიფთერია მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ნუშურების, ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით.
90-იან წლებში საქართველოში დიფთერიის ეპიდემია დაიწყო. რომელიც გაგრძელდა 90-იანი წლების ბოლომდე, 1500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და მათ შორის 150 -მდე გარდაცვალებით დასრულდა.
ჯანმრთელობისათვის სახიფათო დაავადებების მიზეზი ხდება განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. პნევმონია, შუა ყურის ანთება, ბაქტერიემია, სინუსიტი, მენინგიტი (თავის და ზურგის ტვინის გარსების ანთება). ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და აუცილებელი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. დაავადება მიმდინარეობს საკმაოდ მძიმედ და შესაძლებელია დასრულდეს ფატალურად.
წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები - ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.
ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს წითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ამ დაავადებისგან გადარჩენის შანსი არ არსებობს.
ინფიცირებულების უმრავლესობას (70-ს 100-დან) ვიზუალური სიმპტომები არ უყალიბდება. მხოლოდ ¼-ს უვითარდება სურდოს მაგვარი სიმპტომები – ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი. სიმპტომები, ჩვეულებრივ, 2-5 დღე გრძელდება და თავისით გაივლის.
შესაძლებელია განვითარდეს თავის და/ ან ზურგის ტვინის დაზიანებასთან დაკავშირებული სიმპტომები – პარესთეზია, მენინგიტი (1 შემთხვევა 25 ინფიცირებულიდან), დამბლა (200 ინფიცირებულიდან ერთი შემთხვევა). დაავადების ტიპიური კლინიკური გამოვლინებაა კიდურების მწვავე დუნე დამბლა, რომელიც არის მუდმივი და მისგან განვითარებული დეფორმაცია დაავადების ადეკვატური შედეგია. დაავადება აქტუალურია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს წლამდე ასაკის ბავშვებში.
გართულების შემთხვევაში აღინიშნება წონის კლება, უნებლიე შარდვა, ნეკნის მოტეხილობა მწვავე ხველების გამო, პნევმონია, კონვულსია, აპნოე, ენცეფალოპათია. შესაძლოა გახდეს ლეტალური გამოსავლის მიზეზი.
ტეტანუსი მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება კუნთების კრუნჩხვით. მას ჭრილობის ინფექციას უწოდებენ.
დაავადების ადრეულ პერიოდში დამახასიათებელია ბრონქიტი, ასპირაციული და ჰიპოსტაზური პნევმონია; მოზრდილებში ─ ინფარქტი, გულის კუნთის დამბლა, ჰიპერტონია, ლარინგოსპაზმი, ფილტვის ემბოლია. მწვავე პერიოდშივე შესაძლოა განვითარდეს კუნთების გახლეჩა ან/და ძვლების მოტეხილობა.
პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია. ახალშობილებსა და მშობიარეებში ლეტალობა 90-100%-ს აღწევს
ბავშვს უნდა ჩაუტაროთ აცრა, თუ გსურთ, რომ ამ დაავადებებისგან დაცული იყოს.