ვინ იყვნენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭები - უკანასკნელი ფოტოები - მშობლები

ვინ იყვნენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭები - უკანასკნელი ფოტოები

2017-08-08 11:55:21+04:00

მოდელი და მომღერალი მშობლებმა იპოვეს გარდაცვლილები მორიგი ტრაგედია ბათუმში დატრიალდა. მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე და მოდელი ზვიად სალთხუციშვილი ნომერში გარდაცვლილები მშობლებმა იპოვეს. გ-ს მაყურებელი იცნობს, ის ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა შოუში. მის მიერ დაწერილ ბოლოს სიმღერას, რომლის პრემიერა 2 აგვისტოს შედგა, ”მე გარდავიცვალე" ერქვა.

მოდელი ზვიად სალთხუციშვილიც ცნობილია სამოდელო წრეებში. მარტყოფშია დაბადებული და გაზრდილი და თბილისში სასწავლებლად იყო წამოსული.

ბოლოს ბათუმში გადაღებული ფოტოები აქვთ ატვირთული ფეისბუქზე - ერთად ისვენებდნენ აჭარაში.

გიორგი ხაჭაპურიძე რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე წერდა. როგორც მისი გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

"ალოო ალოოო. ქალაქის პროკურატურაა? ზუსტად ერთი თვე გადის რაც ჩემი შანტაჟისთვის პიროვნებაზე გამოძიება გაქვთ დაწყებული მიუხედავად იმისა ყველა შანტაჟის წყარო გაქვთ მის ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოფოტო მასალა თავის შეტყობინებებით და ჩემი მშანტაჟებელი ჯერკიდევ თავისუფალია ანუ ეკა ბესელია უნდა ვიყო რომ კანონი ჩემთვისაც კანონობდეს? თქვენ მე შემეწირებით თავს შეგაკლავთ .... თქვენ ჩემით გაქვთ ხელფასები და ვალდებულიხართ დაიცვათ თქვენი თითეული მოქალაქე უკანონობისაგან.... ხვალ მოგიწევთ ჩემი ატანა თქვენთუ არ გამოგაჩენოთ ევროპის მაშტაბით სამარცხვინოდ დაგანახებთ თქვენსას უმოქმედებო ჩემი ჯიბიდან გაქვთ ხელფასები და კანონი მე ვერმიცავს უმოქმედებო და უნამუსოებო ნარკომანებო გაგატაროთ პარში დამაცადეთ ხვალ თქვენთანვარ. #შინაგანსაქმეთასამინისტრო #საქართველო #ქალაქისპტოკურატურა" - წერდა გიორგი ხაჭაპურიძე.

mshoblebi

mshoblebi