სიმპტომებით ის ძალიან ჰგავს გაცივებას... სიცივეების დადგომასთან ერთად იმატა ვირუსული დაავადებების რიცხვმა. გავრცელების არეალი სკოლები, საბავშვო ბაღები და ადრეული განვითარების ცენტრებია. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა აცრილია, დაავადების გამომწვევი ინფექციები არ ჩერდებიან: რეკორდულ დროში ხდება მათი მუტაცია.
ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტიამ ვირუსს შემოკლებით "ხელ-ფეხ-პირის" ვირუსს უწოდებენ და ხშირად კოქსაკის ვირუსის სახელიტაც მოიხსენიებენ. სიმპტომებით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაცივებას: აღინიშნება მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. მაგრამ ხელის და ფეხის გულებზე და ასევე პირის ღრუში ჩნდება წითელი ან ნაცრისფერ-თეთრი ფერის გამონაყარი.
პაციენტს აღენიშნება ქავილი. დაავადება ადვილად გადადის დაავადებულის ლორწოვანთან კონტაქტისას.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება საკმაოდ საშიშად გამოიყურება, ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში, საკმარისია 2 კვირა სრული გამოჯანმრთელებისთვის.
დაავადების შემთხვევები მრავლად არის საზღვრებს გარეთ, ევროპაში, რუსეთში. საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა. თუმცა თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, პირველივე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იგი დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დროულად დაიწყებს შესაბამის მკურნალობას.
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ენტეროვირუსული ვეზიკულარული სტომატიტი და ბევრი სხვა დაავადება, საჭიროა დავიცვათ ელემენტარული პირადი ჰიგიენა, აუცილებლად დავიბანოთ ხელები ხშირად და მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.