როდის გაქვთ დაორსულების ყველაზე მაღალი შანსი - ამას უკვე მობილური აპლიკაცია ადგენს - მშობლები

როდის გაქვთ დაორსულების ყველაზე მაღალი შანსი - ამას უკვე მობილური აპლიკაცია ადგენს

2017-08-09 13:02:34+04:00

ორსულობა, როგორც სასურველი, ისე არასასურველი, ქალისგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს ორსულობა, როგორც სასურველი, ისე არასასურველი, ქალისგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს.

ბევრმა ქალმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ დღეს უკვე მობილურის სპეციალური აპლიკაციაა შექმნლი, რომელიც გიკარნახებთ, როდის გაქვთ დაორსულების ყველაზე მაღალი ან დაბალი შანსი. ეს აპლიკაცია ბევრისთვის კონტრაცეპტივადაც იქცა.

BBC-ის ინფორმაციით, ელინა შერვიცლის პროექტი იყო, მსოფლიოში პირველი აპლიკაციაა, რომელსაც კონტრაცეპტივად ოფიციალურად აღიარებენ.

კომპლექსური მათემატიკისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით ელინამ ისეთ ალგორითმის შემუშავება დაიწყო, რომელიც ზუსტად აჩვენებდა ოვულაციის დროს. (ეს დროა, როდესაც კვერცხუჯრედი განაყოფიერებისთვის მზადაა, ის საკვერცხის ფოლიკულიდან გადადის მუცლის ღრუში. ოვულაცია მენსტრუაციული ციკლის ფაზაა, ის დგება მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან დაახლოებით 14,6 დღეში).ეს კი შესაძლებლობას მისცემდა განესაზღვრა ის დღეები, როდესაც განსაკუთრებულად მაღალი იყო დაფეხმძიმების შანსი.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე

{{ArticleSplitCont}}

მისი ექსპერიმენტის შედეგებით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ მის ფიზიკოს ქმართან, რაულ სკერვიცლან ერთად, ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, რომელსაც “ბუნებრივი ციკლი” უწოდა.

“ბუნებრივი ციკლი” არის აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო ქალებს ეხმარება გაიგონ როდისაა მათი ორგანიზმი მზად დაორსულდეს. ამისთვის საჭიროა აპლიკაციის მომხარებლებმა ყოველდღიურად საკუთარი ტემპერატურა აპლიკაციაში შეიყვანონ და ალგორითმი, განაყოფიერების ტენდენციას გამოავლენს.

თუ რამდენად რეალური და ეფექტური შეილება იყოს არსებული აპლიკაცია, mshoblebi.ge ექიმი-რეპროდუქტოლოგს, ბარაბარე გორგოშიძეს დაუკავშიდა. მისი განმარტებით, ტემპერატურის გაზომვით ორსულობისგან თავის დაცვა სწორი მეთოდია იმიტომ, რომ ოვულაციის მერე ხდება დაორსულება და ოვულაციას გვიჩვენებს სწორედ ტემპერატურა.

,,ტემპერატურის გაზომვა საჭშიროა სწორ ნაწლავში. თუ ტემპერატურა 37 გრადუსზე ავიდა , უკვე დაორსულების ხელშემწყობი დღეებია. მაგრამ არის ერთი მაგრამ , ვისაც კოლიტი აქვს, ტემპერატურა სულ მაღალი აქვს. შეიძლება ბუასილი ჰქონდეს და ტემპერატურა ვერ გაიზომოს ან სულაც თერმომეტრი არ ვარგოდეს, თან ყოველდღე თერმომეტრის ჩადება სწორნაწლავში კომფორტული ნამდვილად არ არის. ამიტომ კარგიც არის ეს მეთოდი და ცუდიც . კარგია იმიტომ, რომ ეკონომიურია და ცუდია იმიტომ, რომ შემაწუხებელია“, - განაცხადა ბარაბარე გორგოშიძემ.

ექიმის აზრით, ამ აპლიკაციაში ახალი და განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი არ არის - „ ახალი და საკვირველი ამ აპლიკაციის შექმნით არაფერია, რადგან საქართველოში ეს მეთოდი ორსულობისა და საკვერცხის ფუნქციის დასადგენად გამოიყენება 18 საუკუნიდან. გააჩნია ვინ რისთვის იყენებს. ზოგი იყენებს იმისთვის, რომ დაურსულება უნდა და ოვულაციის დადგენა უნდა და ზოგი იმისთვის რომ დაორსულებისგან თავი შეიკავოს და იმ დღეებში არ ჰქონდეს სქესობრივი აქტი .ტემპერატურის გაზოვა მარტო არაფერს ნიშნავს, ტემპერატურის გაზომვით ხდება იმის დადგენა, რომ მოხდა ოვულაცია . ყვითელი სხეული მუშაობს და ის იწვევს ამ ტემერატურის მომატებას. თუ მოხდა ოვულაცია - ორსულობა, ქალს გადაუცდება მენსტრუაცია, თუ ჩამოვარდა ტემპერატურა 14 დღის მერე, ხვალ ან ზეგ მოუვა მენსტრუაცია“, -აცხადებს ექიმ - რეპროდუქტოლოგი.