ეს ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ, თუ არ გინდათ, რომ გასუქდეთ წონის რეგულირებისა და ჯანსაღი კვების წესისთვის კალორიების თვლა ძალიან სასარგებლო ჩვევაა. თუმცა ყოველთვის ყველა ლუკმას ვერ დათვლი. ვეცადეთ, გარკვეულწილად გაგვეიოლებინა კალორიების თვლა იმ მშობლებისთვის, ვინც საკუთარი თუ ბავშვის წონის კონტროლისთვის ამ მეთოდს იყენებენ. ან არ იციან რამდენად კალორიულია ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც ყველასთვის ცნობილი პროდუქტების ის რაოდენობაა წარმოდგენილი, რაშიც ზუსტად 200 კალორიაა - მაგალითად, 385 გრამ ვაშლში და 41 გრამ სნიკერსში ერთნაირი რაოდენობის - 200 კილოკალორიაა.
200 კალორია ცნობილ პროდუქტებში