ტელეწამყვანი და მოდელი თურქეთში ისვენებს ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია 36 წლისაა და სამი შვილის დედა. თუმცა არც ასაკი და არც მრავალშვილიანი დედის სტატუსი მის მშვენიერ გარეგნობაზე არ აისახება უარყოფითად. ფაცაცია მართლაც იდეალურ ფორმაშია, რასაც მისი ახალი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ტელეწამყვანი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. ახალმა ფოტოებმა ფეისბუქზე მის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. "რაშივით ხარ", "ლამაზ სხეულში ლამაზი სულია", "სასწაული გოგო ხარ" - ეს და მსგავსი კომენტარები მოჰყვა თიკას ფოტოებს.
როგორც აღვნიშნეთ, თიკას სამი შვილი ჰყავს - ალექსანდრე, იოანე და ანდრია, რომელთაც ცდილობს, ყურადღება არ მოაკლოს და ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ საერთოდ უარი თქვა ღამის ცხოვრებაზე და მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს.
"მთელ შვებულებას მთლიანად ჩემს ოჯახს ვუთმობ, მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია... მათთან ხან მშვიდი ვარ და ხანაც - ემოციური... თუმცა ემოციური სულ ვარ. სხვათა შორის, ჩვენი გადაცემა "შუადღე" ბევრ ინფორმაციას მაძლევს და მის პრაქტიკაში გადატანას ვცდილობ. რაღაცეები ჩემშიც შეიცვალა და ჩემი, როგორც დედის, მიდგომებიც განსხვავებულია. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მკაცრი არ ვარ. პატარას, ბუნებრივია, არ ვსჯი, დიდს კიდევ, იმდენად დიდია, ვერ ვსჯი. როცა ერთმანეთთან კონფლიქტი, გაუგებრობა აქვთ, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ეს არის. ამაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებ. ძმები არიან, ასაკშიც სხვაობაა და მაინც აქვთ ხოლმე რაღაც დაძაბულობები. ერთმანეთის არ ესმით, კინკლაობენ, ჩხუბობენ და ეს მაგიჟებს! ამ დროს შეიძლება ყველაზე ემოციური ვიყო".