ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ფორმები წარსულს ჩაბარდა
ჩვენს ქვეყანაში სასკოლო ფორმები წარსულს ჩაბარდა. დღეს ფორმით მხოლოდ კერძო სკოლების მოსწავლეები დადიან. საზღვარგარეთ კი სკოლის ფორმა ამ დაწესებულების იმიჯისა და რეპუტაციის ნაწილია, ამიტომ მათი დიზაინი დიდი ყურადღებით ირჩევა. "დოლჩემ და გაბანამ" სასკოლო ფორმების თავისი ვერსია წარმოგვიდგინა. მათი ტენდენციების გათვალისწინება ალბათ ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან ნებისმიერი მშობლისთვის მარტივია, ბავშვმა ყოველდღიურად ერთი სტილით იაროს სკოლაში და ყოველ დილით არ გაჩაღდეს "დილემა" თემაზე: "დღეს რა ჩავიცვა".... წარმოგიდგენთ სასკოლო ჩაცმულობის მოდურ ლუქებს.