26 წლის გოგონა სამ ტერაქტს გადაურჩა - ბოლოს გუშინ, ბარსელონაში - მშობლები

26 წლის გოგონა სამ ტერაქტს გადაურჩა - ბოლოს გუშინ, ბარსელონაში

2017-08-18 16:58:12+04:00

ლონდონის, პარიზისა და ბარსელონის ტერაქტებს ეს გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა ავსტრალიელი გოგონა, 26 წლის ჯულია მონაკო დღეს ყველამ გაიცნო. მელბურნში მცხოვრები გოგონა ლონდონის, პარიზისა და ბარსელონის ტერაქტებს ეს გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა. ამჯერად რამბლეს ქუჩაზე მაღაზიაში იყო შესული, როცა ფურგონმა ადამიანების გათელვა დაიწყო. როდესაც ამ შემთხვევაზე ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრობდა, მაშინ აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე მესამე ტერაქტის თვითმხილველი გახდა.

რამბლეს ქუჩაზე გუშინ მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო თავის თავზე.