"სამტრედიის რეანიმაციაში მიმიყვანა სასწრაფომ"... ბოლო დროს იაპონური მანქანების ბევრმა მფლობელმა გადაიტანა მარჯვენა საჭე მარცხნივ და თურმე, ეს არც ისე უსაფრთხო პროცედურაა. მომღერალი ოთო ნემსაძე, რომელიც სასწაულებრივად გადარჩა, სხვებს აფრთხილებს:
"პირველ რიგში კარგად ვარ!!! არ შეგეშინდეთ.
მოკლედ ყველა იაპონური მანქანის მძღოლის საყურადღებოდ, ვისარ საჭე აქვს გადატანილი!
რამდენიმე დღის წინ მივდიოდი შეკვეთილში და სამტრედიაში გავხდი ძალიან ცუდად, საჭე ძლივს დავიმორჩილე. სამტრედიის რეანიმაციაში მიმიყვანა სასწრაფომ და იქ მითხრეს, ალბათ არაფერია, უბრალოდ გადაღლილობა და ნერვული სტრესიო (ოქროს ექიმები არიან).
იმის მერე ერთი კვირა გავიდა და ვერც საჭესთან ვჯდებოდი დიდი ხნით და ვერც ქუჩაში ვჩერდებოდი. მეგონა, უკვე შეზოფრენია დამეწყო - უჰაერობა, გულის ტკივილი, თავბრუსხვევა და ა. შ.
გუშინ მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი და რომ არ მივმხვდარიყავი, სადღაც აუცილებლად გამიკეთებდა ხარაკირს, მაყუჩის ბადე იყო გახეული და ნამწვი შემოჰქონდა ზუსტად ჩემს ფეხებში.
ასე რომ, როცა მანქანის საჭეს გადაიტანთ კაგად დააკვირდით, წინიდან რამე ხვრელები არ დაუტოვონ".