რამ შეუშალათ ხელი დასვენებაში ნინასა და მის ვაჟს მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი ბოლო დროს ინტერვიუებს ერიდება. მისი გადაცემის „პომადას“ დახურვის შემდეგ, ნინა საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარი გეგმების და წლევანდელი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ, ნინა პირველად „რეიტინგის“ მკითხველს უამბობს.
- სექტემბრიდან ისევ ვუბრუნდები ტელეეთერს, ამჯერად ჩემი გადაცემა „პომადა“ „რუსთავი 3“-ზე გავა. მინდოდა სხვა ტიპის გადაცემის გაკეთება, მაგრამ ხალხი სწორედ ჩემს ძველ გადაცემას ითხოვს და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ისევ იმ პროექტით დავბრუნდები ეთერში.
- როგორ დაისვენე წელს?
- წელს ვერ დავისვენე. სახლში კატები მოვიყვანე და მათ ვერ ვტოვებთ, ამიტომ მე და ჩემი შვილი, სანდრო მონაცვლეობით დავდიოდით დასასვენებლად. საზაფხულო არდადეგები მე და ჩემმა შვილმა კატების გამო ჩავიხშვეთ. ოთხი დღით ვიყავი საბერძნეთში და რამდენჯერმე გრიგოლეთში, ეს იყო წელს ჩემი დასვენება. განაგრძეთ კითხვა