ანას დაბადების დღეზე ერთად შეიკრიბნენ მისი მეგობრები - თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია ქმრებით (+ფოტოები) საზაფხულო არდადეგებს ყველა სხვადასხვანაირად ატარებს. ზოგიერთები საქართველოში რჩებიან, სხვები კი ამჯობინებენ, საზღვრებს გარეთ გავიდნენ და იქ დაისვენონ - წყნარად და კომფორტულად.
მოდელი ანა კოშაძე ქმარ-შვილსა და რამდენიმე მეგობართან ერთად თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს იმყოფებოდა და შესანიშნავი დრო გაატარა. რაც მისი ფოტოებიდანაც ჩანს.
მის გვერდით იყვნენ თაკო ჩხეიძე, ლიკა კვარაცხელია და თიკა ფაცაცია, ასევე ქმარ-შვილით.
ანას რამდენიმე დღის წინ ბოდრუმში ჰქონდა იუბილე და იქვე გადაიხადა - მეგობრებსა და მათ ქმრებთან ერთად.
ასევე იხილეთ: როგორ მშვენიერ ფორმაშია 3 შვილის დედა თიკა ფაცაცია