ამ მსახიობს საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ამ მსახიობს საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ქარიზმატული და მომხიბვლელია და განსაკუთრებით გრძელი ვარცხნილობით დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
ჯან იამანი თურქეთში, სტამბოლშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით ნამდვილი თურქი არ არის. ბებია მაკედონელი ჰყავს, ბაბუა - იუგოსლაველი. 1989 წელს დაიბადა სტამბოლში და 5 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. მას მერე ის და დედა მარტო ცხოვრობდნენ და მარტოხელა ქალმა მოახერხა, შვილისთვის საკმაოდ კარგი განათლება მიეცა და მრავალმხრივ განევითარებინა.
კოლეჯში საკმაოდ კარგად სწავლობდა და 2012 წელს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მოხვდა, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მანამდე, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, მოსინჯა ძალები სპორტშიც, მუსიკაშიც და ცეკვაშიც. საუბრობს თურქულ, იტალიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
სწავლის დასრულების შემდეგ საკმაოდ გავლენიან კომპანიაში დაიწყო მუშაობა ადვოკატად, თუმცა მსახიობობაც აინტერესებდა და კურსებზე დადიოდა. იქვე აარჩიეს პირველი სერიალისთვის და აღმოაჩინა, რომ მსახიობის კარიერა ყველაფერს ერჩივნა. პოპულარობამაც მალე დაახვია თავბრუ და ეკრანის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცოლი და შვილი ჯერ არ ჰყავს. ორ ქალბატონთან ჰქონდა რომანი - მსახიობ ასელია ტოპალოგლუსა და ბესტემსუ ოზდემირთან, თუმცა ორივეს დაშორდა. ამბობენ, რომ ფიცხია და ქალებთან სასამართლო გარჩევებიც ჰქონია მორალური თუ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.
ამჟამად ჯანი ყველაზე პოპულარული მისი მონაწილეობით არის სერიალი "ნაადრევი ფრინველი", რომელშიც ემოციური შეყვარებულის როლი ერგო.