წყვილი უამრავ მილოცვას იღებს საქართველოში ყველაზე ცნობილი ეპიდემიოლოგი, დაავადებათ კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ხათუნა გოგელია პროფესიით ბიოლოგია.
წყვილმა ერთობლივი ფოტო რამდენიმე საათის წინ პორტუგალიიდან გამოაქვეყნა. ფოტოს უამრავი მისალოცი და კეთილი სურვილების ამსახველი კომენტარი ერთვის.
"ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით"
"არავინ არ იცის დედამიწაზე, როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარია ყველაფერი კარგი შენს გარშემო"
"იხარეთ და იბედნიერეთ! ძალიან მიყვარხარ და მინდა ძალიან მაგრა რომ იყო!" - წერენ მეგობრები.
პაატა იმნაძისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა. ბატონ პაატას ორი ზრდასრული ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. ბატონი პაატა mshoblebi.ge-ს მკითხველთა ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია. ვულოცავთ მას და ბედნიერებას ვუსურვებთ.
ცოტა ხნის წინ ბატონმა პაატამ ჩვენი საიტისთვის მიცემულ ინტერევიუში თავის ოჯახსა და შვილებზე ისაუბრა. იხილეთ ეს ინტერვიუ და სხვა ოჯახური ფოტოები.