კამპილობაქტერიები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის ყველა გამოცდილმა თუ გამოუცდელმა დიასახლისმა იცის - ქათამი მომზადებამდე კარგად უნდა გაირეცხოს. არადა, ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უმი ქათმის გარეცხვა უფრო საშიშია, ვიდრე გაურეცხავად მისი მომზადება და აი, რატომ:
აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად 280 000 ძლიერი მოწამვლა რეგისტრირდება. ამ შემთხვევათა 80% ახალაღმოჩენილი მიკროორგანიზმებით, კამპილობაქტერიებით არის გამოწვეული, რომელსაც უმი ქათმის ხორცი შეიცავს. ქათმის რეცხვისას ბაქტერიები ადამიანის ხელებზე, წყლის წვეთების საშუალებით კი სამზარეულოს ზედაპირზე, ჭურჭელზე ან ტანსაცმელზე ხვდება.
კამპილობაქტერიები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ფეხმძიმე ქალებისა და დასუსტებული ადამიანებისთვის. ეს მიკროორგანიზმები არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ფაღარათსა და მუცლის ტკივილს იწვევენ. შეიძლება გართულდეს რეაქტიული ართრიტისა და სეფსისის სახით. ბრიტანეთში ამ ინფექციის მკურნალობა ჯანდაცვის სისტემას წელიწადში მილიონობით ფუნტი სტერლინგი უჯდება.
ჯერჯერობით ამ ინფექციის წინააღმდეგ პროფილაქტიკური აცრაც არ ტარდება.
ამიტომ ქათამი ხელთათმანიანი ხელით ფრთხილად გარეცხეთ, რათა ხორცისგან ასხლეტილი შხეფები ირგვლივ არ მიმოიფანტოს.