ღირს თუ არა თანხის გადახდა ამ ტრანსპორტში? ველოსიპედი ყველა ბავშვს სჭირდება. მოზრდილებისთვისაც ძალიან სასარგებლო ნივთია, თუმცა ბავშვებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. რაში მდგომარეობს ამ უნიკალური ტრანსპორტის უპირატესობა? გარდა იმისა, რომ დიდი ემოციური განტვირთვა და სიამოვნება მოაქვს, პრაქტიკული სარგებლობაც ახლავს.
ველოსიპედის მართვის პროცესი საკმაოდ ახლოს არის სირბილთან. სირბილის დადებით მხარეებზე კი ექიმები აღარ კამათობენ. სამაგიეროდ, სირბილთან შედარებით, ნაკლები ძალისხმევა სჭირდება და ფეხების წრიული მოძრაობა სირბილზე ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება.
ველოსიპედი ავარჯიშებს გულსისხლძარღვთა სისტემასა და სასუნთქ გზებს. ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს, აუმჯობესებს უჯრედების ჟანგბადით მომარაგებას. ჟანგბადი კი ყველა ორგანოს მუშაობაზე დადებითად მოქმედებს, პირფველ რიგში კი ტვინის მუშაობას აძლევს სტიმულს.
გადახედეთ საბავშვო ველოსიპედების დიდ არჩევანს როგორც ყველაზე პატარა, ასევე მოზრდილი ბავშვებისთვის
შესაბამისად, ხელს უწყობს სწავლის პროცესს. ასე რომ, ვისაც ველოსიპედით სეირნობა უყვარს, უკეთესი ნიშნების იმედიც უნდა ჰქონდეს.
დიდი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ველოსიპედი ზედმეტ წონას წარმატებით ებრძვის. ბავშვთა სიმსუქნე ძალიან გავრცელებულია, მისგან თავის დაასაზღვევად კი ბავშვს ადრეულ ასაკშივე შეუძინეთ ველოსიპედი - როგორც კი პედლების ტრიალს შეძლებს, პირველი სამთვლიანი ველოსიპედით გაახარეთ. თუ ყველა ასაკში შესაფერისი და კომფორტული ველოსიპედი ექნება, მოზრდილობაში მის ცხოვრების წესში ჩაჯდება. ეს კი ბევრი რისკისგან დაიცავს მის ჯანმრთელობას.
ძალიან სასარგებლოა ველოსიპედი ხერხემლისთვის. როცა საჭეს ორივე ხელით ეჭიდება, დატვირთვა ხერხემალზე გადადის, რომელიც ძალაუნებურად სწორად უჭირავს და მთელი ზურგი ტონუსშია.
ასევე სასარგებლოა სისხლის მიმოქცევისთვის, ფეხის კუნთებისთვის, მენჯისთვის.
საათობით გაკვეთილებზე, შემდეგ კი კომპიუტერთან ან ტელეფონის ეკრანთან მსხდარი ბავშვებისთვის ველოსიპედი ნამდვილი ხსნაა. ნურც თანხას დაინანებთ მასში და ხელიც შეუწყვეთ, რომ ველოსიპედი ბავშვმა ნამდვილად შეიყვაროს.
როგორი ველოსიპედი სჭირდება ბავშვს - ყველაზე ჯანსაღი გასართობი