"ანესთეზიოლოგი ძალიან უნდა გაუფრთხილდეს ზურგის ტვინს, რომელიც პირდაპირ იქვეა..." ახლახან სოციალური ქსელი ახალგაზრდა მშობიარის, ნათიას ჩაგანავას ამბავმა შეძრა. ახალგაზრდა დედა საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა. მან თავისი პაწაწინა შვილის გულში ჩახუტება მოასწრო მხოლოდ. ნათიას გადასარჩენად განსცხადებაც გავცელდა. "მეგობრებო ბათუმელ ნათია ჩაგანავას აქვს მძიმე მდგომარეობა!!! 10 აპრილის საკეისრო კვეთის შემდეგ, ერთი დღე მოასწრო ჩახუტებოდა თავის პირევლ შვილს, პირველ სიხარულს. მას შემდეგ აპარატით ცოცხლობს!!! დაუდგენლი მიზეზებით ჩავრდა კომაში, დარჩა რამოდენიმე დღის ევა რომელიც მოუთმენალდ ელოდება დედას. ნათიას აქვს გადარჩენის შანსი. ოჯახმა მიიღო ტრანპორტირების ნებართვა. სასწარფოდ გადაჰყვათ თურქეთში.
გვჯერა რომ ხალხის წყალობით ეს თანხა შეგროვდება. გთხოვთ დაგვიდგეთ მხარში, მას ხომ ცხოვრება წინ აქვს...
დეტალური ინფორმაციისთვის ბათუმში ოჯახის ახლობელს – თიკო აბაშიძეს დავუკავშირდით...
- უმძიმესი მდგომარეობაა, იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, რაც ახლა აქ ხდება. ნათიას მეუღლე ნერვიულობისგან იმდენად ცუდად გრძნობს თავს, რომ ვეღარც საუბრობს... თურქეთის კლინიკა 54 ათას დოლარს ითხოვს და ვადა მხოლოდ ორი დღე გვაქვს. აჭარის ჯანდაცვა 15 ათას ლარს იხდის, ოჯახს გვაქვს 11 ათასი ლარი და ხალხის მიერ შემოსულმა თანხამ 6 ათასი ლარი შეადგინა მხოლოდ 24 საათში...
- სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, თავის შვილს ჩაეხუტა, გვერდით ჰყავდა და მერე დაიწყო ჩივილები - ხელები მიბრუჟდება, ფეხები მერთმევაო... შემდეგ ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და რაც იქ ნათიას მეუღლემ გადაიტანა, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ენით აუწერელი ტრაგედიაა... ტვინს სისხლი არ მიეწოდებოდა და ამას მხოლოდ მეორე დღეს მიხვდნენ... ტრანსპორტირების უფლება დღეს კი გაიცა, მაგრამ თურქეთის კლინიკა უზარმაზარ თანხას ითხოვს და არ ვიცი არ გვეშველება... ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ!
როცა ჯანმრთელი მშობიარე ასეთი გართულების წინაშე დგება, ბუნებრივია უამრავი შეკითხვა ჩნდება. იგულისხმება თუ არა ასეთი რისკი საკეისროს ან გაუტკივარების შემთხვევაში. ამ კითხვით აკადემიკოს რეპროდუქტოლოგ არჩილ ხომასურიძეს მივმართეთ:
- პროცედურა, ნებისმიერი სპინალური ანესთეზიისა გამოსავალია მშობიარობის გაუტკივრების. თუმცა ძალიან მაღალი რისკისაა. განსაკუთრებით მაღალი ტექნიკა სჭირდება ანესთეზიოლოგს პროცედურის ჩატარების დროს. ძალიან უნდა გაუფრთხილდეს ზურგის ტვინს, რომელიც პირდაპირ იქვეა... ნებისმიერმა უხერხულმა მდგომარეობამ შეიძლება ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს, რაც დამბლას იწვევს და შეიძლება ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს.. გამოცდილ კლინიკებში ახერხებენ და საკმაოდ იშვიათია გართულებები. თბილისში მაგალითად გართულებები ალბათ ერთ პროცენტს არ აღემატება... კონკრეტულად ამ მშობიარეს შემთხვევაში არანაკლები სახიფათო იყო საერთო ანესთეზიის გაკეთება. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, რადგან მშობიარობა დაწყებული იყო. სპინალური გართულებული იყო, დაემატა კიდევ ნარკოზი და ახლა ძნელი სათქმელია, გართულებები რამ გამოიწვია... თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ, ერთი დღე კარგად იყოო, ეს ნიშნავს რომ არ უნდა იყოს სპინალური ანესთეზიის გართულება. საერთო ანესთეზიიდანაც გამოვიდა და ეტყობა მერე დაემართა რაღაც... დამატებითი თერაპიიის მრავალი გართულება არსებობს... მიუხედავად ჩემი მკაცრი დამოკიდებულებისა, მთელი პასუხიმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ ბათუმში კარგი კლინიკებია... თუ თურქეთში უნდა გადაიყვანონ პაციენტი, ჩემი რჩევა იქნება, რომ დასავლეთ თურქეთის კლინიკებია უფრო მაღალი დონის. არავითარ შემთხვევაში არ წავიდნენ აღმოსავლეთ თურქეთის კლინიკებში!
ოჯახის თანხმობით ნათიას დასახმარებლად ვაქვეყნებთ შემდეგ ანგარიშებს:
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
მანანა გაბრიჭიძე