მას მერე, რაც დედა გახდა, 42 წლის ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე ერთგვარ დედობის დღიურს აწარმოებს ინსტაგრამზე. ამჯერად დაწერა იმაზე, რისთვისაც არ იყო მზად ორსულობის პერიოდიდან - მშობიარობის შემდგომ ემოციებზე:
"თითქმის ერთი თვე გავიდა მას მერე, რაც ახალ სამყაროში დავიწყე ცხოვრება! დაგპირდით, რომ გაგიზიარებდით დედობის შეგრძნებებს. ბევრს ვფიქრობ ამაზე.
დიახ, ერთ წამში სრულიად იცვლება ყველა ცხოვრებისეული პრიორიტეტი. იბადება ადამიანი თავისი ბედით და რაც არ უნდა გაფრთხილებდნენ, რომ "საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყო", "იცხოვრო შენთვის", მთელი არსებით გრძნობ, რომ ახლა მისი ცხოვრებისეული გზა შენსაზე პრიორიტეტულია.
დედობა მართლაც აღმოჩნდა შეუდარებელი ბედნიერება. ალბათ უფრო შეგრძნეაც, რომლისთვისაც ჯერ არ მოუფიქრებიათ არც ერთი სიტყვა, სრულად რომ აღწერდეს მას. ეს არის გრძნობა აბსოლუტური სისავსისა და რწმენისა, რომ აი ახლა შენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში მიღწეულია. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ბავშვის დედა გავხდი.
ახლა კი მინდა გიამბოთ იმაზე, რაზეც რატომღაც არაა მიღებული საუბარი.
მაშ ასე, რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გრძნობს, განიცდის და ფიქრობს ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა?
პირველი ორი კვირა მშობიარობის შემდგომი დეპრესია მქონდა და ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო. ჩემთვის არაფერია იმაზე საზარელი, ვიდრე კოგნიტური დისონანსი, რომელსაც გრძნობს ქალი, ხელში ჩვილატატებული და მოქვითინე, თითქოს ცხოვრება მთავრდება. შენ უბრალოდ ვერ აცნობიერებ, რატომ ხარ ასეთი ნაღვლიანი, როცა გვერდით გიწევს ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი. ამ ყველაფერს თან ერთვის პირველი კვირების ფიზიკური სისუსტე შფოთვასთან, მომავლის შიშსა და ერთგვარი დანაშაულის გრძნობასთან ერთად.
მესმის, რომ ეს დედობრივი გამოცდილების ნაწილია, რომლის გავლა აუცილებელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო იოლი იქნებოდა, ნაწილობრივ მაინც რომ ვყოფილიყავი ამისთვის მზად.
ამიტომაც მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო თქვენთან, რომ ყველა დედა, ვინც ჩემს ჩანაწერებს კითხულობს, ხვდებოდეს, რომ ის მარტო არ არის თავის შეგრძნებებში და განცდებში. და რომ შიში, ტირილი და დახმარების თხოვნა სავსებით ნორმალურია, თუმცა კი ინსტაგრამში დადებულ იდეალურ ფოტოებს ეწინააღმდეგება.
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე ღიად საუბარი - გაცილებით მნიშვნელოვანია".
მშობიარობის შემდგომი დეპრესია - ის მსოფლიო ვარსკვლავებსაც აწუხებთ