მომწერეთ დიეტები ავირჩიოთ რამე მიუხედავად იმისა, რომ ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა, მისი და ბენ ჩეიმის ცხოვრების დეტალები საქართველოში ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის. ნუკი სოციალურ ქსელში იმდენად აქტიურია, რომ სულაც არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ლაივების ფონზე იმშობიარა და ბავშვსაც ასე შორიდან გვაცნობს. ეს აქტიურობა შესაძლოა, მონატრებასთან გამკლავების ერთ-ერთი ხერხია, თუმცა ფაქტია, ქართველი მოდელი ამით პოპულარობის შენარჩუნებასაც ახერხებს.
ამჯერად ნუკი საქართველოშია ჩამოსული, სეზონი ხელს უწყობს და ბათუმსაც ესტურმა. ინსტაგრამის მეშობეობით სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს, სადაც ორი ნუკია წარმოდგენილი: ერთი გამხდარი - ანუ მოდელი და მეორე, ზედმეტი წონით, მაგრამ სამაგიეროდ, დედა.
„ჰაჰაჰაჰა, ვიცი, ვიცი ძალიან შეგაწუხეთ ჩემს წონაზე საუბრით, მაგრამ ამაზე მესაუბრება და რა ვქნა. პირველი ფოტო არის ყოველ გვარი ფოტოშოპის გარეშე და მეორე არის ახლა გადაღებული. აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!! აქ წესით უნდა დავწერო, რომ ვამაყობ ჩემი თავით და სხეულით, მაგრამ არ ვამაყობ და ერთი სული მაქვს გავხდე. ეს დიეტა არაფერს არ შვება განსაკუთრებულს. წავიკითხე, რომ არის ორი კატეგორია ქალების - ერთი, რომელიც სანთელივით დნება, როცა აჭმევს და მეორე, რომელიც ვერ ხდება საერთოდ. ტა დააა ... მე ვარ, რა თქმა უნდა მეორე. ნერვები არის დაწყვეტაზე!!! ერთი მახარებს, რომ ეს ჩემი შვილი ძალიან ტკბილია და მეორე რომ მარტო არ ვარ! მილიონი ქალია ვინც ებრძვის ზედმეტ წონას. მოტივაცია მნიშვნელოვანია. მოდით, ერთად გავხდეთ!! მომწერეთ დიეტები, ავირჩიოთ რამე და დავპოსტავ ყოველდღიურ შედეგს! ძალა ერთობაშია.“
ახალბედა დედა მომატებული კილოგრამებისა და შეცვლილი ფორმების გამო ძალიან ღელავს და ამას გულწრფელად აღიარებს და სხვადასხვა დიეტასაც ცდის, თუმცა როგორც ჩანს, შედეგი ჯერჯერობით არ მოდის.
თეკლა ჟვანია