ბავშვები - ისეთივე ადამიანები არიან, როგორც უფროსები - ოღონდ ნაკლები გამოცდილებით
პირველ გზავნილი: მოსმენა
ყოველდღიურად შეეცადეთ გაიგოთ ბავშვის ბუნება. მოუსმინეთ მას. მუდმივად უსმინეთ არა მხოლოდ იმას, რას ლაპარაკობენ ბავშვები, არამედ შეეცადეთ გაიგოთ მათი ქმედებებიც. ბავშვები საფუძვლიანად განსხვავდებიან უფროსებისგან ბუნებით. ჩვენთვის ძნელია გავუგოთ ადამიანებს, რომლებიც ბუნებით განსხვავებული არიან ჩვენგან. ამიტომ საჭიროა ჩავწვდეთ მათი ქმედებების მოტივებს და ხშირად ვესაუბროთ მათ.
მეორე: იმეგობრეთ
იმეგობრეთ ბავშვთან ისე, როგორც უფროსთან. იანუშ კორჩაკი ამბობდა, რომ „ბავშვები - ისეთივე ადამიანები არიან, როგორც უფროსები - ოღონდ ნაკლები გამოცდილებით“.
მესამე: სიყვარულის და მზრუნველობის სივრცე
შექმენით ბავშვის გარშემო სიყვარულისა და მზრუნველობის გარემო. ეს არის ერთადერთი სივრცე, სადაც ბავშვი ყველა თავის ფუნქციას მაქსიმალურად გახსნის.
მეოთხე: საკუთარი მაგალითი
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბავშვის აღზრდა ცოცხალი მაგალითებით ხდება (საკუთარი მაგალითით). შეცვალეთ საკუთარი თავი ყოველდღიურად, რათა შეცვალოთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ. ბავშვი დაინახავს, თუ რა არაჩვეულებრივ მაგალითს აძლევს მშობელი.
მეხუთე: ჩემი ოჯახი - ჩემი რესურსია.
შექმენით მშვიდი გარემო ოჯახში. დაარეგულირეთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ყოველივე ეს უნდა იყოს დამყარებული ურთიერთპატივისცემაზე. ბავშვი ამას ხედავს და აღიქვამს. გადაიტანს იგივე მოდელს თავის მომავალ ოჯახში.
პაატა ამონაშვილი