ბავშვობის მოგონებები ბევრისთვის ბუნდოვანია, თუმცა არის ფაქტები, რაც მათ სულ ემახსოვრებათ. შეიძლება ბევრი რამ ახლა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე ნათელი და ბედნიერი მომენტი იყოს ცხოვრებაში.
გახსოვთ თქვენი მეგობრების მიერ მოყოლილი ბავშვობის მოგონებები? რა ინახება მათში? მაგალითად, ახსოვთ დედის სახე მამის დაკრძალვისას, წყენა ბაბუაზე, რომელიც სამსახურის გამო მათ სპექტაკლზე ვერ მივიდა, საოჯახო მოგზაურობის დროს მშობლების ბედნიერი სახეები... ზოგიერთი მოგონება ადამიანის ცხოვრებაში სულ რჩება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. აი რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან:
შეიძლება მათ სულაც არ ახსოვდეთ, რა აჩუქეთ დაბადების დღეზე ან რამდენი ნაყინი უყიდეთ. მაგრამ, თუ თქვენ ერთად ატარებთ დროს, ზიხართ კაფეში და გულწრფელად ურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს სამუდამოდ ემახსოვრებათ.
ბავშვებმა იციან, რომ გვიყვარს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მათი თხოვნით გამოვრთავთ კომპიუტერს ან ტელეფონს გვერდზე გადავდებთ, გრძნობენ, რომ მათზე ვზრუნავთ და მათთან ყოფნა გვინდა.
ცხოვრების რთულ პერიოდში - მაგალითად, მოულოდნელად ახლობლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, ზუსტად თქვენი სიტყვები და რთულ დროს გამოხატული გრძნობები ბავშვებს დაცულობის განცდას უყალიბებს. ეს მომენტი კი სამუდამოდ ემახსოვრებათ.
ბავშვები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ იმ დროს, როცა მათ უნდოდათ, რომ მშობლები გვერდით ჰყოლოდათ, მაგრამ მათ გვერდით არ იყავით. თუმცა, ეს შეიძლება დამოუკიდებლობის განცდასაც უყალიბებდეს მათ.
თუ თქვენ მათ აჩვენებთ, რომ სტრესულ მდგომარეობას მართავთ, როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან, ამ მეთოდით შეებრძოლებიან ცხოვრებისეულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ექნება განცდა, რომ რთულ მომენტებში თქვენი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ბავშვთა დეპრესია - 8 საშიში სიმპტომი, რომლის შესახებ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს