რაც არ უნდა განვითარებული, განათლებული და წარმატებული იყოს ადამიანი, თუ ის ბედნიერი არაა, მისი მიღწევები ყოველგვარ ფასს კარგავს. ამიტომ ბავშვის ბედნიერების გაცდაზეც ისევე უნდა იზრუნოთ, როგორც მისი ჯანმრთელობასა და განათლებაზე. წარმოგიდგენთ 6 მთავარ პირობას, რომლებიც ბედნიერი ბავშვის აღსაზრდელად აუცილებელია.
არ სწირავთ კარიერას ბავშვის აღზრდის პროცესში
ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ უნდა წახვიდეთ სამსახურში, შვილი კი ძიძასთან ან საბავშვო ბაღში დატოვოთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბავშვები, რომელთა დედა და მამა მუშაობენ, ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც ისინი, ვინც უფრო მეტ დროს ატარებს მშობლებთან სახლში. ამავე კვლევის მიხედვით, მომუშავე დედების ქალიშვილები უფრო ხშირად არიან ლიდერის პოზიციებზე და აქვთ უფრო მაღალი შემოსავალი. ვაჟები კი, რომელთა დედაც მუშაობდა, უფრო აქტიურად არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და ოჯახის წევრებს უვლიან.
კარიერისტ დედაბაზე ფიქრით ტანჯვის ნაცვლად, სჯობს მოიფიქროთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ერთად: წიგნების კითხვა, ხელნაკეთობების შექმნა, ლაშქრობა, ლეგოს მშენებლობა და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ, ხშირად დაინტერესდეთ ბავშვის აზრით. აუცილებლად გამოახატინეთ თავისი შთაბეჭდილებები და გაუზიარეთ თქვენიც. 2018 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბავშვებთან აზრების გაზიარება ხელს უწყობს 4-6 წლის ასაკის ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებას და განმტკიცებას - კომუნიკაციას.
აძლევთ კარგ მაგალითს
ბავშვები მშობლების მაგალითზე სწავლობენ: ადრეული ბავშვობიდან იმეორებენ უფროსების ჩვევებსა და ქმედებებს. დიდი ბრიტანეთის კარდიფის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით ორი წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ მშობლების ქცევაზე დაკვირვებას. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს ჰარმონიული და ბედნიერი ადამიანი, დაიწყეთ თქვენგან. დაე, ეს კიდევ ერთი სტიმული იყოს თქვენთვის საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
შეგიძლიათ მილიონჯერ უთხრათ ბავშვს, რომ საზიანოა სმარტფონში ყურება და სჯობს სპორტით დაკავდეს, მაგრამ მახოლოდ მაშინ დაგიჯერებთ, როცა მშობლები გადადებენ გვერდზე გაჯეტებს და საირბენად წავლენ.
ხშირად ეხუტებით
ბავშვი სამყაროს გაცნობას შეხებით იწყებს. დედასთან სხეულებრივი კონტაქტით ის გრძნობს სიყვარულს და დაცვას. არიზონას უნივერსიტეტის კომუნიკაციის სკოლის კვლევის თანახმად, ემოციური ტაქტილური კავშირი აძლიერებს ბედნიერების შეგრძნებას და ზოგად ჯანმრთელობას. დეფიციტი კი იწვევს მარტოობის განცდას, დეპრესიას, სტრესს და იმუნიტეტის დაქვეითებასაც კი.
ამიტომ ტაქტილური კონტაქტი მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასაკში. მაგრამ არ ინერვიულოთ, თუ თქვენი შვილი 3 წლის ასაკში დაიწყებს ჩახუტებაზე უარის თქმას. ამით ბავშვი სწავლობს და აყალიბებს საზღვრებს საკუთარ თავსა და სხვებს შორის.
მოგწონთ ისეთი, როგორიც არის
მშობლები ხშირად ადარებენ შვილს სხვა შვილებს, ზედმეტ მოთხოვნებს უყენებენ მას და ამით ცდილობენ თავიანთი ოცნებების რეალიზებას. შედეგად, კრიტიკა, სტანდარტებისა და საკუთარი იდეების მიხედვით მათი შეფასება იწვევს სირცხვილის, დანაშაულის გრძნობას, რითაც თვითდაჯერებულობა მცირდება.
ამიტომ, მხარი დაუჭირეთ ბავშვს იმაში, რასაც კარგად აკეთებს და უფრო ხშირად შეაქეთ. შექება აძლევს თავდაჯერებას, მოტივაციას და ეხმარება ბავშვს ნდობის გაძლიერებაში. მაგრამ წარმატებული აღზრდისთვის, შექება სწორი უნდა იყოს. თავის კვლევაში სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა კეროლ დვეკმა აღმოაჩინა, რომ არსებობს განსხვავება ძალისხმევის შექებასა და უნარების ქებას შორის.
თუ ბავშვს შეაქებთ ნიჭიერებისთვის, შემდეგ ჯერზე მას შეეშინდება რთული ამოცანის არჩევა და შეჩერდება იმაზე, რისი გადაჭრაც მარტივი ეჩვენება. თუ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ კონცენტრაციაზე, მონდომებაზე, რომლითაც ბავშვმა შეასრულა დავალება, მაშინ ეს იქნება სტიმული ახალი, უფრო რთული წამოწყებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მიდგომით შეარჩიოთ მასწავლებლები და რეპეტიტორები, რომლებიც შედეგზე მეტად ბავშვის ძალისხმევას დააფასებენ.
ასწავლით ემოციების გაგებას
განვითარებული ემოციური ინტელექტი პირდაპირ მოქმედებს ბედნიერების განცდაზე. ამიტომ, ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ თქვენს შვილს ემოციების ამოცნობა და გამოხატვა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეცდომა, რომელიც მშობელს შეუძლია დაუშვას, არის ემოციების დათრგუნვა. ნუ შეგეშინდებათ თქვენი ნამდვილი გრძნობებისა და ემოციების ბავშვებისთვის გაზიარების. თუ სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით და ბავშვი ყურადღებას ითხოვს, ნუ დააიგნორებთ მას. ჯობია უთხარი რას გრძნობ. ახსნა უნდა იყოს ასაკის შესაბამისი. მაგალითად, 3-4 წლის ბავშვს შეგიძლიათ უთხრათ: "რთული დღე იყო, მაგრამ მიხარია, რომ ახლა შენთან ერთად ვარ სახლში". უფროს ბავშვებს უკვე შეუძლიათ უამბონ დიდი სამუშაოს შესახებ და გაუზიარონ სტრესული დღის ზოგიერთი დეტალი.
არ უზღუდავთ თანატოლებთან ურთიერთობას
რაც არ უნდა კარგად გრძნობდეს თავს სახლში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მრავალმხრივი განვითარებისა და ბედნიერი ბავშვობისთვის, მას სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა. ეზოში, სკვერში, საბავშვო ბაღში, წრეებზე - ბავშვი სწავლობს სხვებთან ურთიერთობას და სოციალური წესების დაცვას. რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის ადამიანების გაცნობა და მომავალში ახალ გუნდში ადაპტაცია.
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერთა აზრით, ზრდასრულ ასაკში წარმატება პირდაპირ კავშირშია ბავშვობაში შეძენილი სოციალური უნარების დონესთან.