როგორ მოახერხა, რომ არ ჰქონოდა შვილებთან კონტაქტი და ვინ არიან მისი შვილები "ვითვალისწინებდი შვილების ფსქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს ვარჩევდი, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდი იყო... როცა ჩვენ შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ალბათობა ყველაზე მაღალი იყო! ეს ტენდენციები ძალიან მეხმარებოდა ურთიერთობებში..." - ამბობს ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი... იგი გვესაუბრა, როგორ მოახერხა, რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა და როგორ ინარჩუნებს ოჯახურ იდილიას.
- ზოდიაქოს მიხედვით კურო ვარ და ოჯახურ იდილიას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი ურთიერთობა საკმაოდ კარგი იყო არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ ბებიებთან და ბაბუებთანაც. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებდა და ამიტომაც ბავშვობის გახსენება ძალიან მიყვარს. სკოლამდე ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით სოხუმში, სადაც ორსართულიანი, უზარმაზარი სახლი გვქონდა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. უამრავი ბავშვი იყო, ათასი საინტერესო რამ ხდებოდა და ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. საახალწლო ფერია მახსოვს ძალიან საინტერესო, გრანდიოზული ნაძვის ხეც გვედგა, აგიზგიზებული ბუხარი სახლში და უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი... შემდეგ იყო მშობლებთან ცხოვრება თბილისში და სკოლის პერიოდი. აქაც ძირითადად სულ კარგი მახსენდება, მითუმეტეს როცა საუბარია მშობლებთან ურთიერთობაზე. რაღაც პრობლემები ყველგან და ყოველთვის არის, მაგრამ კარგი უფრო მეტი იყო! შემდეგ მე თვითონ გავხდი შვილების პატრონი...
- როგორ გახსენდებათ დღეს ის ემოცია, როდესაც მამა გახდით?
- ამ დროს ძალიან ბევრი ემოცია ტრიალებს ერთად, რადგან ტვინში გარკვეული მიკრორევოლუცია უნდა მოხდეს. სხვა ფუნქციები და პასუხისმგებლობა გეკისრება. ძველებურად ვეღარ იცხოვრებ. ფუნდამენტური ცვლილებები ხდება შენს ცხოვრებაში, რაც შენს წეს-ჩვეულებებს მთლიანად შეცვლის... ეს ყველაფერი გავალდებულებს ხასიათშიც რაღაც შტრიხები შეცვალო. რაღაც უნდა დათმო, ზოგი რამ უფრო წინა პლანზე უნდა წამოწიო, ზოგიც პირიქით და გარკვეული შინაგანი გარდატეხაა, რაც ადვილი არ არის... თუმცა წარმოუდგენლად დიდია დადებითი მოვლენებიც... ბავშვთან კონტაქტს ხომ არაფერი შეედრება! ბავშვის ენერგია უსუფთავესია! ყველა მისი საწყისი აზრი, ემოცია, გრძნობ, რომ ეს არის ძალიან წმინდა და იმ აურაში ყოფნას არაფერი სჯობს! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდი და ძალიან დიდი ენერგია მიჰქონდათ, ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი თავს... არაერთი ღამის გათენება მომიხდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დადებითი ენერგიის კუთხით ძალიან კარგი... ყოველთვის ითვლებოდა რომ კარგი პედაგოგი ვარ და შვილებთანაც მიმართებაში ვეცადე ეს გამომემჟღავნებინა...
- მეგობრული მამა ხართ თუ მკაცრი?
- ქალ-ვაჟი მყავს და ახლა უკვე საკმაოდ დიდები არიან... მგონია, რომ არ ვიყავი ცუდი მშობელი. ყოველთვის ძალიან ზომიერი ურთიერთობა მქონდა მათთან. არ ვიყავი ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან ხოლმე შვილებს და აბოდებთ. თუმცა არც უყურადღებო მამა არ ვყოფილვარ! შაბათ-კვირას დამყავდა ზოოპარკში, ცირკში, სხვადასხვა გასართობ ადგილებზე... ზამთარ-ზაფხულის კურორტები - ბაკურიანი, ბათუმი არ დაკლებიათ... ვზრუნავდი მათ ჯანმრთელობაზე: სპორტზე დავატარებდი. არანაირი კონფლიქტი შვილებთან არ მქონია. ურთიერთგაგება ჩვენ ძალიან კარგი გვქონდა. აქ კიდევ ჩართულია რაღაც შიდა ფსიქლოგიური მონაცემები და ძალიან კარგად ვგრძნობ როდის რა ხასიათზე არიან და როდის ჯობს დალაპარაკება... ვითვალისწინებდი მათ ფსქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს ვარჩევდი, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო იყო. როცა ჩვენ შორის ჰარმონიული დამოკიდებულების ალბათობა ყველაზე მაღალი იყო! ეს ტენდენციები ძალიან მეხმარებოდა ურთიერთობებში.
- ვერ ვიტყოდი, რომ დაინტერესებული იყვნენ პროფესიონალურ დონეზე. უფრო ზოგადი და ზედაპირულ დონეზე რაღაც წარმოდგენა აქვთ. ღრმად ჩახედვა არც სურთ ამ სფეროში. მეც არ ვაძალებ, უნდათ თუ არა, აუცილებლად ყველაფერი იცოდნენ! ეს სფერო მათთვის არსებობს, ვისაც დაინტერესების გარდა, კოსმიურობის მისიაც აქვს... გოგონა ჯერ სტუდენტია. ბიჭმა დაამთავრა უკვე უმაღლესი სასწავლებელი და ილიაუნის ლექტორია.
მანანა გაბრიჭიძე