მემკვიდრული თვისებები ყველა ადამიანს მშობლებისგან გადაეცემა. ამაზეა დამოკიდებული არამარტო გარეგნული ნიშნები, არამედ ხასიათიც და ჯანმრთელობაც კი. ყოველი ადამიანი მემკვიდრეობით მიღებული გენების პარალელურად თავის გენომში სხვადასხვა სახის მუტაციას განიცდის. ამ მუტაციების უმეტესი ნაწილი საერთოდ არ ვლინდება, მაგრამ ზოგიერთი მუტაცია, არახელსაყრელ გარემოებასთან თანხვედრის შემთხვევაში, შეიძლება ბავშვში დაავადების სახით გამოვლინდეს.
ამჯერად მიმოვიხილავთ იმ დაავადებებს, რომლებიც შვილებს მამებისგან გადაეცემათ.
სპეციალისტები დიდი ხანია მოუწოდებენ წყვილებს, რომ ბავშვის დაგეგმვისთვის საგანგებოდ უნდა მოემზადონ. მაგალითად ჩაიტარონ კვლევები და დარწმუნდნენ, რომ მათი სხეულები მზადაა ჯანმრთელი ბავშვის ჩასახვისა და განვითარებისთვის. ეს ეხება როგორც დედებს, ასევე მამებს.
პირველ რიგში, მომავალი დედაც და მამაც, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე უნდა შემოწმდეს. მითუმეტეს, რომ მამაკაცებში ეს დავაადებები ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მომავალ მამას შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ინფექციის მატარებელია, რომელიც საფრთხეს უქმნის ორსულობას და ნაყოფის ჯანმრთელობას.
ანალიზები, რომლებიც მამაკაცებმა ბავშვის დაგეგმვამდე უნდა ჩაიტარონ:
ანალიზი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი შარდის ანალიზი სპერმოგრამა აივ-შიდსი, ცე ჰეპატიტი
თუ მომავალი მამისთვის ცნობილია ასეთი გენეტიკური პრობლემის შესახებ, მან თავის ცხოვრების წესს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. კვებასა ფიზიკურ აქტივობაზე კონტროლით ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია. ცხოვრების ჯანსაღი წესის მქონე მამა ერთგვარ ფუნდამეტს უქმნის მომავალი შვილის ჯანმრთელობას.
***
მამის ხაზით 50-მდე გენეტიკური დაავადების გადაცემაა შესაძლებელი. მათი უმრავლესობა შეუთავსებელია სრულფასოვან და დღეგრძელ ცხოვრებასთან, თუმცა ამ დაავადებების გამოვლენის რისკი ძალიან მცირეა და 3-5 პროცენტს არ აღემატება.
მეცნიერებას გენეტიკური კოდის გამოსწორება არ შეუძლია, თუმცა შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლა, დროული დიაგნოსტიკა და პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრა.