კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი კავშირი ბავშვისთვის მრავალმხრივ საზიანოა არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს. ზოგი დახუჭობანასა და დაჭერობანას,ზოგიც ლახტობანას ან კლასობანას თამაშობდა. დღეს კი სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა, რომელშიც ბავშვებისა და თინეიჯერების უმეტესი წილი ციფრულ სივრცეში ერთობა და ვითარდება.
ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებსაც ვერ აუარა გვერდი, რის გამოც ისინიპატარა ასაკშიც კი კომპიუტერებსა და სმარტფონებზე არიან დამოკიდებული. ხშირად მშობლები ვერც კი აცნობიერებენ, თუ რამდენად საზიანოა მსგავსი გართობა ბავშვის ჯანმრთელობისთვის და თამამად ტოვებენ ბავშვებს ეკრანის წინ მსხდომებს, როცა ისინი საოჯახო საქმით არიან დაკავებული.
კვლევები ადასტურებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი კავშირი ბავშვისთვის მრავალმხრივ საზიანოა:
ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის - კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივმა ჯდომამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის პრობლემები და ოსტეოქონდროზი. მხედველობაზე დატვირთვა - ცუდი განათება და პატარა შრიფტი ძაბავს ბავშვის მხედველობას და, ბუნებრივია, მასზე უარყოფითად აისახება. უარყოფითი მოქმედება ფსიქიკასა და ნერვიულ სისტემაზე -სწრაფად ყალიბდება დამოკიდებულება ეკრანზე, რაც ბავშვის ხშირ გაღიზიანებას და ნერვულ აშლილობას იწვევს. აუტიზმის მიზეზი ხშირად ეკრანზე მიჯაჭვულობის მაღალი მაჩვენებელია.
მდგომარეობის სიმძაფრიდან გამომდინარე, აუცილებელია, მშობლებმა დროულად გააცნობიერონ, რომ შვილის ცხოვრებაში ალტერნატიული გასართობი საშუალებებიცუნდა არსებობდეს. მათი ყურადღება საინტერესო საქმიანობებზე გადავიტანოთ, რომ სწორი და საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდეთ. ეს არის კონცენტრაციის უნარი, ნებისყოფა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაბელურობა და სხვ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ჰობის გაჩენაა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აქტივობაბავშვისთვის უნდა იყოს საინტერესო და სასიამოვნო.
კრაფტი, იგივე ხელსაქმე – საქმიანობა, რომლითაც ყველა ასაკისა და ტიპის ადამიანს შეუძლია დაკავდეს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნებისმირი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე, რადგან მასზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და აუმჯობესებს მეტყველებას. ამ ყველაფერთან ერთად, ხელსაქმე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის განვითარებას. შესაბამისად, ის განსაკუთრებით კარგი საშუალებაა მშობლებისთვის, რომ ბავშვები ინტერნეტსივრცეს მოწყვიტონ და ყურადღება მეტად საინტერესოაქტივობებზე გადაატანინონ, რომელიც სასიამოვნო და ამავდროულად ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება.
32 წლის ანა, რომელიც 2 შვილის დედაა, სამსახურში საკმაოდ დატვირთული რეჟიმით მუშაობს. მის მცირეწლოვან ბავშვებს კი ეკრანთან მიჯაჭვულობის პრობლემა შეექმნათ. ანას განმარტებით, სახლში დაბრუნებულს პირველ რიგში ტელეფონს სთხოვდნენ, რომ ეთამაშათ. მანამდე კი საკმაოდ დიდ დროს კომპიუტერისა და ტელევიზორის ყურებაში ატარებდნენ.
"თავიდან ამ საკითხს პრობლემად არ აღვიქვამდი და ვფიქრობდი კიდეც, რომ ბავშვები რაღაცას სწავლობდნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის მერე მივხვდი, რომ ამ დროს ისინი სრულიად უკონტროლოები ხდებოდნენ და ყველაფერს დათმობდნენ, თუნდაც 5 წუთი კიდევ ეყურებინათ კომპიუტერისთვის. მალევე თვალებზე პრობლემები შეექმნათ და ვხვდებოდი, რომ საკმაოდ გაღიზიანებულებიც იყვნენ. ამ ყველაფერში კი ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მეც საკმაოდ განერვიულებული ვიყავი რთული სამუშაო დღის შემდეგ და მათთან სწორი კომუნიკაციის უნარი აღარ გამაჩნდა. ფსიქოლოგის რჩევით, ხელსაქმის მასალები ვიყიდე და საღამოს ხელნაკეთი ნივთების დამზადება დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, ამან ბავშვებიც დააინტერესა და ყოველგვარი დაძალების გარეშე ეკრანი ხელსაქმით ჩაანაცვლეს. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოხდა და ახლა ხელსაქმის მასტერკლასზეც კი დამყავს "ბიბლუსი გალერეაში". ხელსაქმის სპეციალისტების დახმარებით, საოცარი ნივთების გაკეთება ისწავლეს და უნდათ, რომ მომავალში ამ საქმინაობას უფრო მეტი დრო და რესურსი დაუთმონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაძაბულობა რომელიც ჩვენს შორის არსებობდა, სრულიად გაქრა და ბავშვებიც აღარ არიან ეკრანზე დამოკიდებული," - განმარტავს 2 შვილის დედა ანა.
ბრჭყვიალა, ფერადიდასხვადასხვაზომისქაღალდები, საღებავები, თიხა, შტამპებისაღებავებისთვის, მოზაიკები, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების დამზადებაა შესაძლებელი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თქვენი შვილების ყოველდღიური საქმიანობის გახალისებას, ცხოვრების ერთფეროვანი რეჟიმის შეცვლას და მათი ცხოვრების გალამაზებას შეძლებთ.