გარგარი ბავშვის მენიუში გარგარის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ის ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს. კაროტინის მაღალი შემცველობის გამო, რეკომენდებულია მისი ჩართვა ბავშვთა რაციონში.
გარგარი აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ტვინის აქტივობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია გონებრივი სამუშაოთი დატვირთული ადამიანებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
დადგენილია, რომ 100 გრამ გარგარს სისხლის წარმოქმნის პროცესზე ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც 40 მილიგრამ რკინას ან 250 გრამ ახალ ღვიძლს. გარგარის ჩირი და წვენი ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს და ორსულთათვის. აუმჯობესებს ჰემოგლობინის დონეს. გარგარის რბილობი დიეტური პროდუქტია და მისი გამოყენება სასურველია ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. დიეტოლოგების უმრავლესობას მიაჩნია, რომ გარგარი ჩინებულად უწყობს ხელს საჭმლის ნორმალურ მონელებას და ნივთიერებათა ცვლას.კურაგას - გარგარის ჩირს, შარდმდენი თვისება აქვს. შაქრის მაღალი შემცველობის გამო, გარგარი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ასევე, მაღალი მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტისა და სიმსუქნის დროს.