ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უნიკალურია ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი უნიკალურია. ასეც არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაჯილდოებულია ისეთი თვისებებით, რომ ძნელია მისი IQ განისაზღვროს სტანდარტული ტესტებით. გთავაზობთ ძირითად ნიშნებს, რითიც მიხვდებით, რომ ზრდით მომავალ აინშტაინს ან მოცარტს.
1. განვითარების სისწრაფე
ხშირად ნიჭიერი ბავშვები გადიან ყველა საკვანძო ეტაპს უფრო სწრაფად, ვიდრე მათი თანატოლები. 2 წლის ასაკში მათ უკვე შეუძლიათ საკმაოდ რთული აზრების და წინადადებების გადმოცემა.
2. განმეორებითი სცენარების გარჩევის ადრე გამოხატული უნარები
საუბარია არა მარტო იმაზე, რომ ბავშვი არჩევს ფერებს ან საგნის ფორმებს, რომელიც სურათზეა აღბეჭდილი. ნიჭიერი ბავშვი გარე სამყაროში ადვილად ამჩნევს ადამიანების ქცევის განმეორებითობას.
ნიჭიერება გამოიხატება სამყაროს მიმართ გაძლიერებული ყურადღებით.
ასეთი ბავშვი თავის გონებაში ხედავს და აფიქსირებს წვრილმანებს, რაც სხვა ბავშვისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს. მაგალითად, მან შეიძლება შეამჩნიოს, რომ ავტობუსი სახლის წინ ერთი და იგივე დროს დადის, ან დაიმახსოვროს, თუ რამდენი კუბი ეტევა სატვირთო მანქანის მისაბმელში.
3. გაძლიერებული ცნობისმოყვარეობა
ნიჭიერ ბავშვებს გადამეტებული ინტერესი აქვთ გარე სამყაროს მიმართ. მათ უყვართ უამრავი კითხვის დასმა და პასუხების მოსმენა.
4. საყვარელი თემა, რომლის გარშემო ყველაფერი იციან
ნიჭიერი ბავშვები ხშირად ირჩევენ ინტერესის ობიექტს და სურთ ყველანაირი ინფორმაცია მოიპოვონ მის გარშემო. მაგალითად, შეუძლიათ ნებისმიერი დინოზავრის ლათინური სახელწოდების დამახსოვრება, შეისწავლონ ძრავის აგებულება და სხვა.
5. უპირატესობას ანიჭებენ მოზრდილ ადამიანებთან ურთიერთობას
ნიჭიერ ბავშვებს სხვა ინტერესები აქვთ და ამიტომ უძნელდებათ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა. სკოლაც უინტერესო ხდება, რადგან მათ სკოლის პროგრამა ძალიან იოლი ეჩვენებათ. ამიტომ ურთიერთობენ უფროსკლასელებთან.
6. მიზანდასახულობა
მიზანდასახულობა - ნიჭიერი ბავშვების გამორჩეული თვისებაა. ისინი არ ცდებიან ტელევიზორით და ვიდეოთამაშებით. აქვთ ყველანაირი უნარი მიიყვანონ დაწყებული საქმე ბოლომდე - წარმატებულად.
7. ლიდერული თვისებები
ნაადრევი ინტელექტუალური მომწიფების წყალობით, ხშირად ხდებიან თანატოლებს შორის ლიდერები და დარწმუნებული არიან საკუთარ შესაძლებლობებში.
8. ადრე იწყებენ კითხვას
ნიჭიერი ბავშვები თანატოლებთან შედარებით ადრე სწავლობენ კითხვას და დიდ დროს წიგნებთან ატარებენ.
9. ორიგინალური აზროვნება
ნიჭიერი ბავშვი პრობლემას სტანდარტული გზით არ უდგება. პატარა გენიოსები ყოველთვის პოულობენ არასტანდარტულ გამოსავალს და კრეატიულად უყურებენ სამყაროს.
10. არაჩვეულებრივები
არ დაივიწყოთ, რომ ძალზე ნიჭიერი და განვითარებული ბავშვი ჯერ კიდევ ბავშვია, რომელმაც შეიძლება დაუშვას შეცდომები, ცუდად მოიქცეს.
ის შეიძლება იყოს გენიოსი, მაგრამ არ უყვარდეს სპორტი, იყოს კარგი მუსიკოსი, მაგრამ არ უყვარდეს კითხვა.
ნიჭიერ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მაღალი IQ, მაგრამ იყოს ძალიან დაუკვირვებელი და გაფანტული.
მშობლებო, გაითვალისწინეთ თქვენი შვილის სისუსტეები და არავითარ შემთხვევაში ზეწოლა არ მოახდინოთ მასზე.