თუ არ დავიცვავთ მიღების წესებს, ყველაზე უსაფრთხო პრეპარატიც შეიძლება საშიში აღმოჩნდეს ჯანმრთელობისათვის. შეამოწმეთ საკუთარი თავი - იცით თუ არა ამ წესების შესახებ.
როდესაც ექიმს მიმართავთ დახმარებისათვის, აუცილებელია უთხრათ, რა პრეპატარებს იღებთ იმ მომენტში. ეს დაეხმარება მას დიაგნოზის დასმაში და მკურნალობის სწორი სქემის ჩამოყალიბებაში. ეს ეხება მცენარეული ნაკრებისა და ვიტამინების მიღებასაც.
ყველა პრეპარატი სხვადასხვაგვარად ურთიერთქმედებს ვიტამინებთან. ასეთ დროს პრეპარატის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს, გაძლიერდეს ან სულაც განეიტრალდეს. ეს ეხება ასევე მცენარეული ნაკრების მიღებასაც. რატომღაც მიღებულია, რომ "ბალახები" უვნებელია ჯანმრთელობისთვის. სინამდვილეში ტაბლეტებთან და წვეთებთან ერთად ბალახის ნახარშის მიღებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
მკურნალობის არასასურველი შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც დანიშნულების მიხედვით არ ხდება პრეპარატის მიღება.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რაც ახალგაზრდა ორგანიზმისთვის სასარგებლოა, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ხანში შესულისთვის. ექიმის რეკომენდაციის გარეშე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პრეპარატის მიღების თაობაზე.
ზოგიერთი უვნებელი პროდუქტი კატეგორიულად არ შეესაბამება გავრცელებულ პრეპარატებს: მაგალითად, გრეიფრუტი არ არის სასურველი, თუ იღებთ სტანინებს, ხოლო თუ იღებთ ჰორმონალურ პრეპარატებს, სჯობს უარი თქვათ ამა თუ იმ საკვებ პროდუქტზე.
წამლის დოზირების ნებისმიერი ცვლილებისას საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ ექიმი. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ პრეპარატი არ მოქმედებს, ნუ შეცვლით დოზირებას, რადგან ზოგიერთ წამალს ახასიათებს დაგროვებითი ეფექტი, რაც ორგანიზმში ერთიანად აკუმულირდება და შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს ორგანიზმს.
არ მოითმინოთ გვერდითი მოვლენები იმ იმედით, რომ თავისით გაივლის. აუწყეთ ექიმს სიმპტომების შესახებ. შესაძლოა შეგიცვალოთ პრეპარატი.