გონების ვარჯიში, ტვინის ვარჯიში - ფრაზები თითქოს ნაცნობია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რეალურად რა მოქმედებებით უნდა გაავარჯიშოს გონება. სულ მალე ზაფხულის არდადეგები დაიწყება. 3 თვის განმავლობაში ბავშვების გონება დაისვენებს, სხერულს კი სუფთა ჰაერზე გაკაჟების საშუალება ექნება. თუმცა კარგი იქნება, თუ მშობლები ამ დროს ბავშვის გონების გავარჯიშებისთვისაც გამოიყენებენ.
რას ნიშნავს ტვინის ვარჯიში?
- ეს მარტივი დავალებების ერთობლიობაა, რომლებიც ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ნეიროფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტვინის სხვადასხვა ზონების გააქტიურებაში ამ ვარჯიშებს დიდი წვლილი მიუძღვით, თანაც ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს და არა სწავლების პროცესს.
- ამ ვარჯიშების შესასრულებლად არ დაგჭირდებათ არავითარი სპეციალური ინვენტარი. მათი შესრულება ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი - პარკშიც, საცობშიც, სახლშიც და ა. შ.
- თუ ბავშვი ჯერ პატარაა, ვარჯიშები ერთად შეასრულეთ. ის თქვენ მოგბაძავთ და თანდათან აითვისებს ყველაფერს.
- ვარჯიში, რომელიც ტვინის ნახევარსფეროთა ურთიერთკავშირის გაძლიერებისკენაა მიმართული, ავითარებს ასევე მოტორულ-მამოძრავებელ კოორდინაციას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, მეტყველებას და დიქციას.
- ნერვული სისტემა ფსიქოემოციური პროცესებიდან სხეულზე კონტროლის პროცესში გადადის, რითაც შფოთვისა და სტრესის დონე ქვეითდება. შედეგად ემოციურ-ნებელობით სფერო ძლიერდება და ბავშვის ქცევაც ჯანსაღია. ის ხდება უფრო გაწონასწორებული, მშვიდი და მონდომებული.
როგორ შევასრულოთ ტვინის ვარჯიში
- ორივე ხელში დაიკავეთ ფანქარი, კალამი ან ცარცი და შეეცადეთ. ერთდროულად ორივე ხელით, ერთი მიმართულებით გაავლოთ ჯერ ჰორიზონტალური ხაზები (დაახლოებით 10 სმ სიგრძის), შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე მიმართულებით.
- შემდეგი ეტაპი: კვლავ ორივე ხელით ერთდროულად გაავლეთ კლაკნილი ხაზები, შემდეგ ზიგზაგისებური ხაზები. შემდეგ ეს ყველაფერი ვერტიკალურად სცადეთ, ჯერ ზემოდან ქვემოთ, შემდეგ ქვემოდან ზევით. შემდეგ გავართულოთ დავალება და სპირალისებური ხაზები გაავლეთ ჯერ ცენტრიდან ნაპირისკენ, შემდეგ ფურცლის ნაპირიდან ცენტრის მიმართულებით. ყველაფერი კეთდება ერთდროულად ორივე ხელით.
- თუ ბავშვს უკვე შეუძლია ხატვა, გააკეთებინეთ ხატვითი სავარჯიშო „დაასრულე ხატვა“. ხატია ნახატის ნაწილი, ხოლო მეორე ნახევარი მოცემულია მქრალი კონტურით, წერტილებით ან წყვეტილი ხაზებით და ბავშვმა უნდა გააყოლოს ფანქარი ამ ხაზებს. მსგავსი სავარჯიშოებს ყოველთვის გთავაზობთ საბავშვო ჟურნალი „საბავშვო კარუსელი“, ასევე მოცემულია ხოლმე სხვადასხვა გასაფერადებელ ბროშურებში. ეს აქტივობაც ორი ხელით უნდა შეასრულოს.
- ასევე ძალიან ეფექტურია ე.წ. ჯვარედინი ტაშის თამაში.
- ადგილზე ნაბიჯით სიარული, რომელსაც ხელსაც ვაყოლებთ. მარჯვენა ფეხის აწევისას მარხენა ხელს ავწევთ, მარცხენა ფეხის აწევისას - მარჯვენა ხელს.
- თამაში ლოყებით და მუშტებით: ვბერავთ ლოყებს და ამავდროულად მუშტები მიგვაქვს მკერდთან. შემდეგ „შევისუნთქავთ“ ლოყებს და ამავდროულად ხელისგულები გადაგვაქვს „მლოცველის“ პოზაში. ეს ხდება სინქრინულად: ანუ ვბერავთ ლოყებს - მუშტები მიგვაქვს მკერდთან, ვკუმშავთ ლოყებს - ვატყუპებთ ხელისგულებს მლოცველის პოზაში.
- გამოვყოთ ენა და ვამოძრაოთ მარჯვნივ, მარცხნივ. პატარებისთვის ეს რთული შესასრულებელია, ამიტომ მოთმინებით აღიჭურვეთ.
- გავართულოთ ეს ვარჯიში. ენა გამოვყოთ და პირთან მივიტანოთ მტევნები. ენა მოძრაობს მარცხნივ - ვწევთ მარცხენა საჩვენებელ თითს. როცა ენა მოძრაობს მარცჯვნივ - ვწევთ მარჯვენა საჩვენებელ თითს.
- თამაში „ჯეირანი“ წარმოიდგინეთ, ოღონდ მხოლოდ „ქვა და ფურცლის“ მოძრაობა დაგჭირდებათ. ქვევით „ფუცელი“, ზევით - „ქვა“ რიგრიგობით გაიმეორეთ ეს მოძრაობები ორივე ხელის მომნაცვლეობით. თავიდან ნელი ტემპით დაიწყეთ და თანდათან ააჩქარეთ.
ერთ-ერთი ეფექტური ვარჯიშია ტროტუარების ბორდიურებზე სიარული, ოღონდ, რა თქმა უნდა, ბავშვს ხელი კარგად უნდა მოკიდოთ, სანამ დამოუკიდებლად არ შეძლებს ბალანსის დაცვას.
რომელი პროდუქტებია აუცილებელი ბავშვის ტვინის განვითარებისთვის და მეხსიერების გასაუმჯობესებლად
მათემატიკის შესწავლის და ტვინის ვარჯიშის იაპონური მეთოდი - როგორ ვასწავლოთ ბავშვებს
7 ფაქტორი, რაც ბავშვის ტვინის განვითარებას ხელს უშლის