"გამიმართლა, რომ კარგი მასწავლებლები შემხვდა"
mshoblebi.ge გთვაზობთ ვრცელ ინტერვიუს წლის გამორჩეულ აბიტურიენტთან, დევი ონიანთან, რომელსაც გამოცდების შედეგების გამოცხადების პირველივე დღიდან, ფაქტობრივად, მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. დევი სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ბევრიც ელოდა, რომ ეს ნიჭიერი ადამიანი საუკეთესო ექიმად მოგვევლინებოდა, მაგრამ მან ექიმობა გადაიფიქრა.
- სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მომივიდა შემოთავაზება, სრულად მიფინანსებენ ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში. აქ აქვთ ფილიალი და ამიტომ მანდ გადავწყვიტე ჩაბარება. შესაბამისად, სამედიცნოზე აღარ ვისწავლი. ზოგადად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაინტერესებდა სულ.
- მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შენი შედეგები, ბევრს აინტერესებს, რა დროს უთმობდი მეცადინეობას?
- მართალია, ბევრს ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი, მაგრამ დროს ისე ვანაწილებდი, რომ ყველაფრისთვის ვიცლიდი - გართობისთვისაც და დასვენებისთვისაც.
- როგორ შეაფასებ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას?
- ობიექტურად ვერ შევაფასებ, რადგან თვითონ წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. თუმცა, მე, პირადად, გამიმართლა, რომ კარგი მასწავლებლები შემხვდა. ბოლო წელს ვიყავი რეპეტიტორებთან, ცოდნა რომ შემეჯამებინა და მაქსიმალური ქულები მიმეღო, თორემ სკოლაში მიღებული ცოდნითაც ავიღებდი მაღალ ქულებს.
ნახეთ ვიდეო: "პირველი კლასიდან სულ ბეჯითად ვშრომობდი" - წლის აბიტურიენტის წარმატების ფორმულა
Video 'პირველი კლასიდან სულ ბეჯითად ვშფრომობდი' - წლის აბიტურიენტის წარმატების ფორმულა
- რას ურჩევ მოსწავლეებს, მომავალ აბიტურიენტებს?
- შრომა და სიბეჯითე აუცილებელია. მთავარია, არ ინერვიულონ. გამოცდაზე შეცდომებს უშვებენ მექანიკურად სწორედ ნერვიულობის დროს.
- ბავშვი, მშობელი, მასწავლებელი... შენი აზრით, ვის ეკისრება ყველაზე დიდი როლი წარმატების მიღწევაში?
- სამივეს თანაბრად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. მშობელმა პატარაობიდანვე უნდა გაუღვიძოს ბავშვს სწავლის სურვილი და სიყვარული. რამდენადაც მე მახსოვს და ჩემი მშობლები მეუბნებიან, არ მჭირდებოდა სწავლის დროს დაძალება. სანამ სკოლაში შევიდოდი, მანამ გამიჩინეს სწავლის ინტერესი. შემდეგ მე თვითონ ვსწავლობდი და სიამოვნებას ვიღებდი. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ მოტივაცია უნდა გაუჩინონ ბავშვებს. უნდა ასწავლონ არა იმისთვის, რომ მაღალი ქულა აიღონ, არამედ იმისთვის, რომ რაღაც შეიმეცნონ. აი, იმ მოსაწვლეებს კი, რომლებაც უჭირთ რაღაც საგნების ათვისება, ვურჩევ, რომ ნებისყოფით მოეკიდონ ამ ყველაფერს. დაუძლეველი არაფერია.
- როდის მოვიდა პირველი წარმატება?
-პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი წარმატება მერვე კლასში მქონდა. ინგლისური ენის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და პრიზი იყო ორკვირიანი საგზური სრული დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში.
რუსკა კილასონია