ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" მიერ დამზადებულ ვიდეო ბლოგში აქტუალურ თემაზე საუბრობს და განიხილავს, რატომ არ სურთ ხოლმე მოზარდებს სწავლა, რა იწვევს მოტივაციის დაქვეითებას და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს:- როცა მოზარდი არ სწავლობს... ეს არის შეკითხვა, რომელსაც მოზარდის მშობლები ძალიან ხშირად სვამენ - რა ვქნათ, სწავლა ხომ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ხომ უნდა დააგროვოს რაღაც ცოდნა და ასე შემდეგ. მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რა აკადემიური ან ნებისმიერი სხვა უნარი აქვს მის შვილს. მას საკმაოდ დიდი დროაქვს, მოზარდობამდე გაარკვიოს, რა გამოსდის კარგად მის შვილს, რა მოსწონს, რა სიამოვნებს.როცაესგაირკვევა, საკუთარ თავთან დასვას შეკითხვა, მისთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილი იყოს ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული კონკრეტული მიმართულებით, თუ მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის გეგმა, რომელიცმშობელმაშვილთან მიმართებაში დასახა. ცხადია, რომ გეგმა, რომელიც შვილთან მიმართებაში დასახა და მშობლის სურვილებს ასახავს, ყოველთვის არ ამართლებს და არცგაამართლებს იმიტომ, რომ ბავშვი არის პიროვნება, ინდივიდი და ვერაფრით იქნება ვერც მშობლის ასლი, ვერც მისი მოლოდინებისზუსტი შესატყვისი. ეს არის ის მთავარი თემა, რომელიც მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაზროს. რიგ შემთხვევებში მათ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, თერაპიაზე მისვლა სჭირდებათ. "მე გადავყვიტე, ასე უნდა იყოს, მუსიკაზე უნდა იაროს, ამდენი უნდა ისწავლოს" - ამ როლიდანმშობლები ხშირად ვერ გამოდიან. როგორც კი მშობელი ამ ყველაფერს კარგად გაიაზარებს და თვალწინ "დაილაგებს" იმ უნარებსა და შესაძლებლობებს, რაც მის შვილს აქვს, რაც გამოსდის და რაც მოსწონს კეთების დროს, მივიღებთ წინაპირობას იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ადეკვატურად განათლებული, ბედნიერი და ფსიქიკურად ჯანმრთელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტი ძალისხმევა, თითის ქნევა, ყვირილი, აქცენტების კეთება ძალადობრივი გამოხტომებით, კომუნიკაციის გართულება, მინიმუმამდე დავა და ჯანსაღი ურთიერთობა წარიმართება. და მაინც, როდესაც ბავშვი არ სწავლობს... როდესაც არ სწავლობს, ისევ დავუბრუნდები იმ ძირითად საკითხს, რომელსაც მშობელსა და შვილს შორის ეფექტური, პოზიტიური კომუნიკაცია ჰქვია. თუ ეს ყველაფერი გავაკეთე და მგონია, რომ ასპარეზი მომზადებულია იმისთვის, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს, მაგრამ მაინც არ სწავლობს, შეკითხვები უნდა დავსვა, რამ გამოიწვია ის, რომ არ სწავლობს? უნდა მახსოვდეს, რომ ეს გარდატეხის ასაკია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მოცემულობას შეიძლება ბევრი ფაქტორი ცვლიდეს. ამას ყური უნდა ვუგდო და უნდა გავიგო, რაიმე ხომ არ მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც შეიძლება სწავლის მოტივაცია შეცვალა. როგორც მიხვდით, ბევრი ფაქტორია საჭირო იმისათვის, რომ მე მივიღო განათლებული, სწავლაზე მოტივირებული და აქტიური მოზარდი და სულაც არ არის აუცილებელი აბსოლუტურად ყველა საგანს, ყველა იმ პირობას, რასაც მისთვის დავსახავ, ჩემი შვილი ასრულებდეს.მხოლოდამდროსარუნდა ვიღებდე მას წარმატებულად და იდეალურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი ამბავი, რაც მარტივი არ გახლავთ. ეს არ არის ერთი გასაუბრებით ან ერთი კონსულტაციით მოგვარებადი სიტუაცია. ეს გახლავთ პროცესი, რომელიც, როდესაც მშობლობას გადავწყვეტთ, იქიდანვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს და რაღაცნაირად უნდა დავგეგმოთ - ჩვენი მშობლობის გეგმაში უნდა შევიტანოთ, ისევე, როგორც 10 წლამდე ასაკში უნდა მქონდეს დაგეგმილი, რას ვაქცევ ყურადღებას, როგორი აქტიური ვარ, როგორ ვიქცევი. მოგვიანებით, როცა იზრდება ჩემი შვილი, რა უნდა ვქნა? როგორ "ჩავიწიო"მისიცხოვრებიდან - კი არ გავქრე, გვერდით ჩავიწიო, ჩავჩოჩდე, რომ მივცე არჩევანის საშუალება და თან ვიყო იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივაღებინო."