” ეს არის იძულებითი პედაგოგიკა - მოძველებული მოდელი. ამიტომ ბავშვებს სწყინდებათ სკოლაში” - ის, რაც ყველა მშობელმა და პედაგოგმა უნდა წაიკითხოს შალვა ამონაშვილის სახელი ბევრისთვის არის ცნობილი. 80-იან წლებში მასსა და მის ახლებურ მეთოდებზე განათლების სისტემაში, მთელ საბჭოთა სივრცეში საუბრობდნენ. დღეს მის აგრაკზე ყოველ ზაფხულს ტარდება სემინარები, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის. მოდიან ოჯახებიც - ბავშვებთან ერთად. დიდ სივრცეში ყველაფრისთვის არის განკუთვნილი ადგილი: სახელოსნო, ბერძნული თეატრი, დიდი, ნათელი ლექტორიუმი და საბავშვო მოედანი. პროდუქტები საკუთარი ფერმიდან და სუფთა ჰაერი. ეს არის ადგილი, სადაც თანამოაზრეები იკრიბებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: რუსეთიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან და სხვ.
50 წლის წინ ამონაშვილმა, ახალგაზრდა მაგრამ უკვე გამოცდილმა მასწავლებელმა, უარი განაცხადა უკვე დაცულ დისერტაციაზე. იგი ეწინააღმდეგებოდა ძველ შეხედულებებს ბავშვთა აღზრდისა და განათლების შესახებ. გთავაზობთ მის პასუხებს აქტუალურ საკითხებზე:
- ბატონო შალვა თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს დღეს განათლების პრობლემა?
- ახალ სამყაროში ახალი ბავშვები არიან, პედაგოგოკა კი მოძველებულია. ნებისმიერი ბავშვი მოგიყვებათ გაკვეთილის მიმდინარეობის სქემას: ადექით, დასხედით, გადაშალეთ რვეულები, წაიკითხეთ გაკვეთილი, დახურეთ რვეული, გადაშალეთ დღიური, დამთავრდა გაკვეთილი.
ეს უკვე არ მუშაობს. ახალი თაობა დათანხმდა ჩვენს მოდელს, მაგრამ არ მიიღო ის. ეს არის იძულებითი პედაგოგიკა - მოძველებული მოდელი. ამიტომ ბავშვებს სწყინდებათ სკოლაში.
ჩვენ არ გვწყინდებოდა სკოლაში, რადგან სხვაგვარად გვზრდიდნენ. ჩვენ ვიზრდებოდით ავტორიტარულ გარემოში, რაც ითვლებოდა ნორმად. ახლა ასე აღარ შეიძლება.
დიახ, ჩვენც განვიცდით, როდესაც ჩვენი აქტიური, მოძრავი, ცნობისმოყვარე შვილები უინტერესოდ სხედან კლასში...
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
"გაკვეთილი" – არის მაღალი კონცეფციისა და შინაარსის დროის მონაკვეთი. ეს არის შუქი, რომელიც ეხმარება ბავშვს გაიკვალოს გზა, გაერკვეს ცხოვრების სირთულეებში. ეს ათასობით გაკვეთილი უნდა იყოს ნათელი, მხიარული და შემეცნებითი.
გაკვეთილები სიმპოზიუმს ჰგავდა: რა ისწავლე, რა გაიგე, რას დაეთანხმე, შენი მოსაზრება... იქ იყო სიყვარული, პატიება, სიმამაცე, თავგანწირვა. ალბათ ჩემი მასწავლებელი ხვდებოდა, რომ ქართველმა ეს პოემა უნდა გაითავისოს და ამის შემდეგ ის გაიზრდება კარგი, ღირსეული ადამიანი. გრძნობთ თუ არა მასწავლებლის გმირობას? თანამედროვე მასწავლებელები ამბობენ: არ მოგვცემენ მაგის ნებას, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენც. მე ვპასუხობ: სანამ შეგამოწმებენ და სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებენ, მოასწრებთ იმ 100 გაკვეთილის ჩატარებას! ბავშვებს კი ეს მთელი ცხოვრება ეყოფათ.
{{ArticleSplitCont}}
რისთვის ესაჭიროება ბავშვს სკოლის ცოდნა? რისთვისაა საჭირო ლამაზად წერა? თქვენ გინდათ, რომ ბავშვებმა უშეცდომოდ წერონ და იკითხონ? კმაყოფილი იქნებით თუ არა, თუკი თქვენი მოსწავლე უშეცდომოდ დაწერს ანონიმურ საჩივარს?
- სად მოვძებნოთ კარგი მასწავლებლები?
- აკადემიკოსი ლიხაშევი ამბობდა: სადაც კარგი მასწავლებლებია, იქ კარგი მოსწავლეები არიანო. თუ მასწავლებელს არ მოუნდა, რომ უკეთესი გახდეს, მას ვერ აიძულებ.
- როგორ შევარჩიოთ სკოლა?
- სკოლას ვეძებთ? მოდით, მოვძებნოთ საკუთარი თავი ოჯახში. ჩვენ ვუქმნით ბავშვს პირობას იმისა, რომ "გაიფურჩქნოს"? ბავშვებს სჭირდება უპირობო, ერთგული სიყვარული. უნდა გვიყვარდეს თითოეული ბავშვი და არა მხოლოდ ფრიადოსნები, ან დამჯერი გოგო- ბიჭები. მანამ სანამ სკოლას წამოუყენებთ პრეტენზიებს, ჯერ სახლში შეუქმენით ბავშვს კარგი პირობები. ოჯახი ისე უნდა მოაწყოთ, რომ მისი თითოეული წევრი თავს თბილად და კომფორტულად გრძნობდეს. საჭიროა გქონდეს სიბრძნე, რათა მოუსმინოთ ბავშვს. ვინ არიან ჩვენი შვილები - გამგრძელებლები თუ შემოქმედები? აქედან ვაშენებთ პედაგოგიკას. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ - თუ რომელი სკოლა შეარჩიოთ.
შეეკითხეთ სხვა დედებს: როგორი მასწავლებელია? უყვარს ბავშვები? თუ პირიქით, მთელი დღე ყვირის და მხოლოდ მინიმუმით კმაყოფილდება?
თუ ვერ მოძებნეთ კარგი მასწავლებელი, მაშინ შეეცადეთ სახლში შექმნათ სითბოსა და სიკეთის ატმოსფერო. ცუდის თქმა მასწავლებელზე არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვისთვის ის აღარასდროს არ იქნება ავტორიტეტი და მაშინ აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ის სხვა სკოლაში.
- რა უნდა გააკეთოს მშობელმა - დედამ და მამამ რომ იყვნენ კარგები და სამაგალითოები თავიანთი შვილებისთვის?
- მშობელმა უნდა ჩააბას ბავშვი ცხოვრების ფერხულში ისე, როგორც გმირი ზღაპარში. დაეხმაროს სირთულეების გამკლავებაში. გახდით მისი მესაიდუმლე. თუ გაბრაზებულია -ჩასჩურჩულეთ: "მოდი ერთად მოვუსმინოთ გულს... მოდი ერთად ვიგრძნოთ..." არ "გამოიძიოთ" ვინ არის მართალი და ვინ დამნაშავე - ეს არავის დაეხმარება. არ გაუღრმავოთ წყენა, არ განაწყოთ სამაგიეროს გადახდაზე.
შეიძლება ვიმოქმედოთ ირიბად - მოუყვეთ სხვა ისტორია, სხვა პერსონაჟებით, მაგრამ იმ სიუჟეტით, რაც მნიშვნელოვანია იმ კონკრეტულ მომენტში. ყოველ ისტორიაში საჭიროა მორალი. განაწყვეთ ბავშვები სიკეთისკენ. გადაუხადეთ მადლობა კარგი ქცევისა ფიქრისათვის.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ჩვენ წილად გვხვდა საბჭოთა, ავტორიტარული სკოლა, სადაც ძირითადი მასა მასწავლებლებისა მუშაობდა ძალისმიერი მეთოდებით. ისინი არ ითვალისწინებდნენ ბავშვის სურვილებსა და მოთხოვნებს. ბატონობდა ბრძანების ტონი. უბედურება კი ის იყო, რომ იგივე ხდებოდა ოჯახებშიც. მშობლის ავტორიტარული ძალაუფლება ითვლებოდა ნორმად.
მაგრამ თუ ჩვენი თაობა მზად იყო ამისთვის - ახლანდელი, თანამედროვე ბავშვები არიან სინათლის, ინდიგო ბავშვები! ყველა ნიჭიერია. ზოგიერთს რამდენიმე ნიჭი აქვს ერთდროულად. სხვანაირი ხასიათი აქვთ - თავისუფლების მოყვარე, დამოუკიდებელი. მათი სწავლება შეიძლება მხოლოდ სიყვარულითა და მოთმინებით.
- სად მოვძებნოთ ამდენი მოთმინება და სიყვარული?
- რა საჭიროა თავის მართლება? ვინ გიშლის სიყვარულით ცხოვრებას?
ხშირად მეკითხებიან: აღზრდის რა მეთოდი გამოვიყენო ამა თუ იმ სიტუაციაში? მნიშვნელოვანია არა მეთოდი, არამედ მსოფლმხედველობა და მაშინ მშობლები თავად იპოვიან საკუთარ თავში რესურსებს პრობლემის გადასაჭრელად. ეს არის რთული და გრძელი გზა. მაგრამ ეს გზა მუშაობს.