მშობლებს ყოველთვის აინტერესებთ, რომელი სკოლებია ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი. 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა. საინტერესოა, რომელ სკოლებს მიანიჭეს უპირატესობა რეგისტრაციისას მოსწავლეებმა. გთავაზობთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს იმ საჯარო და კერძო სკოლების შესახებ, რომლებშიც შვილების ჩარიცხვის სურვილი ყველაზე მეტმა მშობელმა გამოხატა.
2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი საჯარო სკოლები, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიხედვით, რომლებშიც ლიმიტი პირველსავე დღეს შეივსო
თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე თბილისის №161 საჯარო სკოლა - 200 მოსწავლე თბილისის №175 საჯარო სკოლა - 192 მოსწავლე თბილისის №45 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა -150 მოსწავლე თბილისის №108 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე თბილისის №117 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე თბილისის №117 საჯარო სკოლა -150 მოსწავლე რუსთავის №5 საჯარო სკოლა - 150 მოსწავლე რუსთავის №21 საჯარო სკოლა - 175 მოსწავლე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა - 175 მოსწავლე
კერძო სკოლები, რომლებშიც 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 50 ან მეტი პირველკლასელი
შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი - 119 მოსწავლე შპს აიბი - მთიები -118 მოსწავლე შპს თბილისის მწვანე სკოლა - 108 მოსწავლე შპს სკოლა ევრო-2000 - 106 მოსწავლე შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 96 მოსწავლე შპს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - 92 მოსწავლე შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა - 92 მოსწავლე შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა ნინო - 74 მოსწავლე შპს ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები - 73 მოსწავლე შპს ქორალი - 68 მოსწავლე
გთავაზობთ 2018-2019 სასწავლო წლის 1 სემესტრის მონაცემების მიხედვით 10 საჯარო სკოლას მოსწავლეთა უდიდესი რაოდენობით:
თბილისის 161-ე საჯარო სკოლა - 2733 მოსწავლე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა - 2616 მოსწავლე თბილისის 175-ე საჯარო სკოლა - 2482 მოსწავლე გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - 2441 მოსწავლე ცახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის 173-ე საჯარო სკოლა - 2197 მოსწავლე თბილისის კლასიკური გიმნაზია - 2185 მოსწავლე ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა - 2151 მოსწავლე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა - 2028 მოსწავლე თბილისის 147-ე საჯარო სკოლა - 1985 მოსწავლე თბილისის 94-ე საჯარო სკოლა - 1939 მოსწავლე
10 კერძო სკოლა მოსწავლეთა უდიდესი რაოდენობით
შპს თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი -1359 მოსწავლე შპს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - 1285 მოსწავლე შპს აიბი - მთიები - 1241 მოსწავლე შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - 1223 მოსწავლე შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი -1210 მოსწავლე შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 1013 მოსწავლე შპს თბილისის მწვანე სკოლა - 966 მოსწავლე შპს სკოლა ევრო-2000 - 910 მოსწავლე შპს - ნუნუ ბეიტრიშვილი პრომეთე - 848 მოსწავლე შპს აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა იმედი - 847 მოსწავლე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში კერძო სკოლებზე მოთხოვნა იზრდება. თუ 2016-2017 სასწავლო წელს მოსწავლეების რიცხვი 55841 იყო, 2017-2018 სასწავლო წლებში 57143, 2018-2019 სასწავლო წელს კი მათი რიცხვი 60416-მდე გაიზარდა.
თამარ იაკობაშვილი
თბილისის ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ბაღები
თბილისის ყველაზე მოთხოვნადი სკოლები