პედიატრის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი-პედიატრი ლალი გელაშვილი ვიტამინებისა და იმუნიტეტის შესახებ გვესაუბრება:
- პირველ რიგში ძუძუთი კვება არის საწინდარი ბავშვის ძლიერი იმუნიტეტისა, ამასთანავე პირველი დღეებიდანვე სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა. აუცილებელია იმ ოთახის ხშირი განიავება, სადაც ბავშვს სძინავს, შეძლებისდაგვარად რის საშუალებასაც გვაძლევს ბავშვი, არ უნდა ჩავათბუნოთ, კვებითი რაციონი უნდა იყოს მდიდარი. ასაკის მატებასთან ერთად სასურველია ბავშვის ქალაქგარეთ კურორტულ ზონაში გაყვანა. ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასაჟი (ზოგადი, გამაჯანსაღებელი მასაჟი).
სუსტი იმუნიტეტის 5 მიზეზი - ამის გამოსწორება შეიძლება
- იმუნიტეტის დაქვეითებაზე მეტყველებს ბავშვის ხშირი ავადობა, საერთო სისუსტე, უმადობა, წონის დეფიციტი. ბავშვის ქცევაც იცვლება ამ მოვლენებთან ერთად. საჭიროა, ჩატარდეს გამოკვლევები, მინიმუმ სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. ზოგადი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე შეიძლება დაენიშნოს ვიტამინები, მინერალები და სხვა დამხმარე საშუალებები.
„მშობლების მთავარი შეცდომა სხვების (მეზობლების, დაქალების) აზრების გათვალისწინებაა“
- მრავალჯერ გავიმეორებ, რომ ყველა ბავშვი ერთადერთი და განუმეორებელია და მათ სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა. დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ D3 ვიტამინის მიღების აუცილებლობის შესახებ. 1 თვის ასაკიდან ყველა ბავშვს ენიშნება აღნიშნული ვიტამინი, რაც შეეხება სხვა ვიტამინების, კალციუმის და ა.შ. მედიკამენტების დანიშვნას, ეს საკითხი წყდება ინდივიდუალურად, ბავშვის ზოგადი მდგომარეობის, ფიზიკური, ნევროლოგიური, ფსიქომოტორული სტატუსის შეფასების საფუძველზე, ამასთანავე მეტად მნიშვნელოვანია მენჯბარძაყის სახსრის ექოსკოპიური კვლევის შედეგები, სარძევე კბილების ამოჭრის პერიოდი და ა.შ.
ციცი ომანიძე