"ზოგადი სიპტომატიკა არის ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედილობა, შემოდგომის სეზონზე გამოწვეულმა ტემპერატურულმა ცვლილებამ, როგორც ჩანს ვირუსების "წახალისება" უკვე მოახერხა და შესაბამისად საზოგადოებას სერიოზული საზრუნავიც გაუჩინა. განსაკუთრებით კი მშობლებს ანერვიულებს გაციებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული სირთულეები. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ვირუსებს საკმაოდ რთული სიმპტომები ახასიათებთ - დაწყებული მაღალი სიცხით და გულყრით დამთავრებული. აქედან გამომდინარე ხშირად დაისმის მათ მიერ კითხვები, თუ რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა დავიცვათ მისგან ჩვენი შვილები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით mshoblebi.ge ნეონატოლოგ, პედიატრ ეკა უბერს დაუკავშირდა.
- რა ტიპის ვირუსით ხვდებიან პაციენტები საავადმყოფოში და როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსებს ?
- საქმე გვაქვს გრიპის ვირუსებთან - A ტიპის ვირუსთან. მოგეხსენაბათ, სეზონურობა ახასიათებს ზოგიერთ ვირუსს. უხშირესად ეს არის რესპირატორული ვირუსები, სასუნთქი გზების ვირუსები და მათგან დაცვის მთელი რიგი ზომები არსებობს. პირველი ეს არის ჰიგიენის დაცვა, იმიტომ , რომ ვირუსები გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. ამიტომაც ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა, ოთახის განიავება, სუფთა ჰაერზე ყოფნა ეს ერთ-ერთი ქვაკუთხედია ვირუსებისგან თავის დაცვის. თუმცა არსებობს უფრო მყარი რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიუკურ მონაცემებს ეყრდნობა - რაც გულისხმობს გრიპის სეზონურ ვაქცინაციას, რომელიც ვირუსების შეხვედრის ალბათობას 60% -ით ამცირებს და თუ ის შეხვდა ბავშვს,მისი გადატანა უფრო მსუბუქად შეუძლიათ აცრილ ბავშვებს, ვიდრე აუცრელებს. ძალიან ხშირაად მშობლებს აქვთ კითხვა... რა ვიცით წინაწარ რომელ ვირუს წავაწყდებით, აცრა ხომ ერთ ვირუსზეა?- არსებობს ეგრეთწოდებული ჯვარედინი რეაქციები და როდესაც ბავშვი გრიპის ვირუსზეა აცრილი ამავე დროს მას უვითარდება სხვა ვირუსების მიმართაც იმუნიტეტი. ამიტომაც ვურჩევ ყველა მშობელს, გარდა იმისა, რომ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით , მიმართონ გრიპის ვაქცინაციას.
- რა სიპტომების საშუალებით უნდა ამოვიცნოთ ვირუსი?
- გაციება და გადაციება ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი ვირუსების გავრცელების... რატომ არის ვირუსების სეზონად მიჩნეული შემოდგომა, გვიანი შემოდგომა, ზამთარი? იმიტომ, რომ ეს არის წლის ის პერიოდი, როდესაც ტემპერატურა ეცემა და ვირუსებს გავრცელების შანსი არის მაღალი. ამიტომაც გაციება ეს არის ვირუსის პროვოცირება. გრიპისმაგვარი დაავადებები არსებობს, რომლის ზოგადი სიპტომატიკა არის:
ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედილობა, ხველება, მაღალი ტემპერატურა, ყურის ტკივილი, ყელის ტკივილი, ჭირვეულობა, რომელიც ავადობის პირველ საათში ვლინდება. რაც შეეხება ტემპერატურას, შეიძლება იყოს დაბალი, შესაძლებელია იყოს მაღალიც. აუცილებელი ჩამონათვალი, აუცილებელი პირობა, რომ ვთქვათ, მაინცდამაინც გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა ეს ასე არ არის.სასუნთქი სისტემის დაავადების საწყის ეტაპზე ყველა ვირუსი მსგავსი სიმპტომატიკით ხასიათდება. მას არ ააქვს განსაკუთრებული სპეციფიური მახასიათებლები. ამიტომ, როცა ბავშვი შეუძლოდ არის, ჭირვეულად არის , ცხვირიდან გამონადენი აქვს , უმადობა აქვს, უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პირველივე დღესვე.
- ახსენეთ გრიპის A ტიპის ვირუსი და რომ, ძირითადად ამ ვირუსით ხვდებიან პაციენტები საავადმყოფოში, უფრო დაწვრილებით რას გვეტყვით ამის შესახებ ?
- სიპტომატიკა იმდენად ზოგადია და დაავადებების გართულების შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ პრაქტიკულად კონკრეტულ შემთხვევაში ვირუსის იდენთიფიკაციის საჭიროება არ არის. თუ რა თქმა უნდა მძიმე შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. აი, შარშან, საბედნიეროდ გრიპის ვირუსით გართულებები შემთხვევები იშვიათი იყო. შესაბამისად, მოხდა ზოგადი იდენთიფიკაცია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სიმპტომები ნამდვილად გრიპის A ტიპის ვირუსისთვის არის დამახასითებელი და არის თუ არა გამომწვევი ამის დადგენის საჭიროება არ არსებობს, იმიტომ, სპეციფიური მკურნალობა ამ ეტაპზე არ სჭირდება და ზოგადი სიმპტომური თერაპიით შემოვიფარგლებით. თუმცა, როდესაც ეპიდემიაა და როდესაც ბაცილური მოცვადობაა, რა თქმა უნდა ვმკურნალობთ პაციენტებს ანტივირუსული მკურნალობით. მაგარამ ესეც წყდება, ექიმის გადაწყვეტილებით.
- რა გართულებები შეიძლება მოყვეს ვირუსით ავადობას თუ მისი მკურნალობა დროულად ვერ მოხდა ?
- საერთოდ ბავშვების და განსაკუთრებით ჩვილების ავადობა ხასიათდება სწრაფი განვითარებით, ის რაც მოზრდილებში ნაკლებ საშიშია, ადრეულ ასაკში ხანდახან საათები წყვეტს პროგნოზს და სიტუაციას, ამიტომაც მე ვურჩევდი ყველა მშობელს, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვი გრიპის ვირუსით თუ სასუნთქი სისტემის ავადობის ნებისმიერი სიპტომატიკის შემთხვევაში პირველივე დღესვე აჩვენონ ექიმს. იმიტომ, რომ ექიმმა უნდა მიიღოს მკურნალობის გადაწყვეტილება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვთქვათ, ბავშვი დღე ნაკლულია ან მცირე მასის არის, ან კიდევ სხვა რაღაც დამამძიმებელი ფაქტორი არსებობს, ექიმმა ყოველი კონკრეტული შემთხვევის გავალისწინებით უნდა იმოქმედოს და ჩაატაროს პაციენტზე დაკვირვება. ამბოლატორიულ პირობებში უნდა მოხდეს პაციენტის გასინჯვა, პედიატრმა უნდა ნახოს ბავშვი და შემდგომში მკურნალობა სახლის პირობებში გაგრძელდეს, მაგრამ უნდა იყოს ექიმთან მუდმივ კავშირში. იმიტომ, რომ შესაძლებელია დედამ ვერ შეაფასოს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ და ვერ მიხვდეს როდის ატეხოს განგაში, ამიტომაც მედიკამენტებით , განსაკუთრებით ანტივირუსული მედიკამენტების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ. განსაკუთრებული ყურდღება მოეთხოვება მშობელს, რომ პირველივე დღესვე მიმართოს ექიმს, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ვირუსი შესაძლებელია გართულდეს ფილტვების ანთებით, შუაყურის ანთებით და სინუსიტით(სინუსიტი ცხვირის დანამატ ღრუებში აღმოცენებული ანთებითი პროცესი.) განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში 3 წლამდე.
რუსკა კილასონია