მშობლები ხშირად სვამენ ამ შეკითხვას - პედიატრის პასუხი "მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, უნდა დაბანონ თუ არა ბავშვები, როცა მათ ტემპერატურა აქვთ, ახველებთ, სურდო აქვთ... დიახ, უნდა დაბანოთ... რატომ? სწორედ იმიტომ, რომ კანი მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის ყველა ორგანოს ფუნქციონირებასთან, კანის ფუნქციებია: სუნთქვა, შეწოვა, გამოყოფა, პიგმენტების წარმოქმნა, ის მონაწილეობს თერმორეგულაციის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, იცავს ორგანიზმს სხვადასხვა გამოსხივებისაგან, დაუზიანებელი კანი შეუღწევადია მიკროორგანიზმებისთვის, ბაქტერიოციდული ეფექტი ქვეითდება გადაღლის და კანის დაზიანების და დაბინძურების შრმთხვევაში, კანი მონაწილეობას იღებს იმუნიტეტის წარმოქმნის პროცესებში... კანი სუნთქავს და დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფს 10 გრ ნახშირორჟანგს და შთანთქავს 5 გრ ჟანგბადს, რაც ორგანიზმის აირთა ცვლის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. ბავშვის კანი ნაზია, თხელია, მდიდარია სისხლძარღვებით, იოლად ზიანდება, მალე კარგავს სუნთქვის ფუნქციას, თუ ფორები ჭუჭყით ივსება, ამიტომ მას სათუთი მოვლა და ხშირი დაბანა სჭირდება, რომ არ დაკარგოს სუნთქვის ფუნქცია და არ შეუწყოს ხელი ჰიპოქსიის განვითარებას...
იხილეთ ბავშვის დაბანის და ჰიგიენის საშუალებები
ამიტომ თითქმის არ არსებობს დაბანის წინააღმდეგჩვენება (ყოველთვის იმოქმედეთ ექიმთან შეთანხმებით). ის მოსაზრება, რომ ვირუსული ინფექციის დროს ბავშვის დაბანა არ შეიძლება, მოძველებულია და წარულს ჩაბარდა... თუ თქვენ სწორად შეარჩევთ წყლის ტემპერატურას, ბავშვის მდგომარეობიდან და ტემპერატურიდან გამომდინარე, პირიქით, ხელს შეუწყობთ ბავშვის სწრაფ გამოჯანმრთელებას. არ არის აუცილებელი ყოველთვის დუშ-გელის, საპნის ან სხვადასხვა მცენარეული ნაყენის გამოყენება, საკმარისია უბრალო წყლის გადავლება, რომ თქვენმა შვილმა უფრო მხნედ იგრძნოს თავი. მივცეთ კანს საშუალება მაქსიმალურად ისუნთქოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ბავშვს სიამოვნებს ეს პროცესი.
მერწმუნეთ, გამოჯანმრთელების პროცესიც არ დააყოვნებს... დარეგულირდება ტემპერატურა, ცხვირის სანაციაც და ნახველის სეკრეციაც მარტივად მოხდება. მოუსმინეთ და ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც არაკომპეტენტურები არიან მედიცინის საკითხებში... ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას".
ინგა მამუჩიშვილი