კვებითი, ჩაცმითი, ტემპერატურული აკრძალვით იწყება ყველაფერი პედიატრების შემდეგ ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს მიმართავენ. მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, რადგან ყველაზე ხშირად მშობლები სწორედ ნევროლოგიურ პრობლემებს აბრალებენ ბავშვის მიუღებელ ქცევას. ცნობილი ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი mshoblebi.ge-ს კითხვებს პასუხობს.
- ძირითადად სულ მშობლების შეცდომის გამო ხდება ყველაფერი, ანუ ბავშვების მიმართ აბსოლუტურად არასწორი ქცევის გამო. არსებობს, რასაკვირველია, თანდაყოლილი პათოლოგიები, მძიმე დაავადებები, მაგრამ ესენი იშვიათია. რაც ჩვენთან გავრცელებულია, ეს არის არასწორი მოქცევა ბავშვებთან, ზეწოლა ძირითადად! კვებითი, ჩაცმითი, ტემპერატურული, ყველაფრის აკრძალვა... ყველაფერი იწყება - არ შეიძლებათი...
თქვენ მოგწონთ, როცა არ შეიძლებას გეუბნებათ ვინმე? - ბავშვს კი იმიტომ ეუბნებით, რომ არ იცით, რა უნდა უთხრათ, აგრესიული ქცევა ყველაზე ადვილი გამოსავალია. აგრესია არის განვითარებს ყველაზე დაბალი საფეხური! ბავშვს არ მოსწონს ყველაფრის აკრძალვა, გიპროტესტებთ და რადგან გიპროტესტებთ, მას უკვე ჯიუტი ჰქვია.
სინამდვილეში ზეწოლა აქდან იწყება! ბავშვი ყოველთვის ჯანსაღია! ყველა მოზარდი იტყუება, ბავშვი კი არასოდეს!
- სიპტომები უამრავია და შეუძლებელია მათი ჩამოთვლა. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმა, ეს არის ბავშვის ქცევა!
ქცევა უნდა იყოს შესაბამისი მის ასაკობრივ მოთხოვნილებებთან. თუ ხედავს, რომ ბავშვის ქცევაში, ყოფაში არსებობაში რაღაც შეუსაბამოა, მაშინ უნდა აჩვენოს სპეციალისტს...
- აბსოლუტურად არასწორია! ეგ არის უბედურება, რომ სოციალური ქსელები გახდა საჭორაო სისტემა. ვისაც რა უნდა, იმ რჩევას იძლევა, იმის მიუხედავად, ამის კვალიფიკაცია აქვს თუ არა, ძალუძს თუ არა საერთოდ პასუხის გაცემა. მცნება - მცენარეული, ესეც მორიგი ტყუილია. ოპიუმი კეთდება ყაყაჩოსგან, იცით, რომ ყაყაჩო მცენარეა და ოპიუმი კიდევ ნარკოტიკი. მცდარი ფორმაა, თითქოს ბალახეული უწყინარია. ზოგიერთი ბალახი ცხოველს კლავს! აუცილებლად ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და როგორ შეიძლება თვითნებურად მედიკამენტის ხმარება?! ცივილურ ქვეყნებში ბავშვთა მედიკამენტები უკიდურესად მცირე რაოდენობით გამოდის.
ძალიან იშვიათად სჭირდება ბავშვს წამალი. არასწორი ინფორმაციისა და არასწორი განათლების გამო მარტივად ხდება ჩვენში ეგრეთწოდებული
წამლების ყლაპვა. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან სწორად იურთიერთონ, მოუსმინონ და გაარკვიონ, რატომ წუხს ბავშვი, დაუფქრებლად მედიკამენტს აძლევენ, რომელიც მეზობელმა ურჩია.
ვიმეორებ, რომ მშობლებმა მიაქციონ ბავშვის ქცევას ყურადღება! ქცევაში რომ პრობლემა ჩნდება, მაშინ სჭირდება ბავშვს სპეციალისტის დახმარება. სასწორზე რომ დავდოთ, მშობელი უფრო მეტს აშავებს, ვიდრე ბავშვი.
- ტირილი ბავშვის საკომუნიკაციო საშუალებაა. ბავშვი გამოხატავს თავის მდგომარეობას ტირილის საშუალებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას პათოლოგია აქვს... რაკი ნაჭამია, იმას არ ნიშნავს, რომ აღარ უნდა ტიროდეს. მას სხვა უამრავი მოთხოვნილება აქვს, რომლის დაკმაყოფილებაც სჭირდება. შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა უნდოდეს. მტირალა ბავშვი, ისევე როგორც მცივანა ბავშვი, მოგონილი ტერმინებია.
მანანა გაბრიჭიძე
რატომ არის აუცილებელი შუადღის ძილი და რამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს რამდენად საშიშია ბავშვის კრთომა, კანკალი, ხვრინვა - როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს ექიმი კომაროვსკი - რატომ იღვიძებს ბავშვი ღამით ტირილით?