სკოლის ასაკში, იმ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი გაცილებით მაღალი აქვთ ყველასათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანი და შეუცვლელია დედის რძე ახალშობილისთვის. ხშირად ახალგაზრდა დედებში აღინიშნება ძუძუს დვრილის დახეთქვა, სისხლდენა, რაც ბავშვის კვებას ართულებს, რადგანაც ეს პროცესი ზოგჯერ აუტანელ ტკივილთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა მოუაროს ქალმა ძუძუს დვრილს და არსებობს თუ არა უსაფრთხო საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
მაია ხერხეულიძე- მედიცინის დოქტორი, თსსუ ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: ქალის რძე უნიკალური, შეუცვლელი და საუკეთესო საკვებია, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას მაკრო და მიკრო ნუტრიენტებს და სრულად აკმაყოფილებს 6 თვემდე ასაკის ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ქალის რძე შეიძლება წამლადაც განვიხილოთ. დადგენლილია, რომ დედის რძე ჩვილს იცავს როგორც მწვავე (სასუნთქი სისტემის ინფექციები, პნევმონია, ოტიტი, დიარეა, მენინგიტი და სხვ), ისე მოგვიანებით პერიოდში განვითარებული დაავადებებისგან, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, ლეიკოზი, ლიმფომა და ა.შ. ბუნებრივ კვებას უდიდესი როლი ენიჭება ჩვილის გონებრივი განვითარებისთვისაც. მრავალი კვლევით დადასტურდა, რომ სკოლის ასაკში, იმ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებოდნენ, ინტელექტუალური კოეფიციენტი გაცილებით მაღალი აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვებას დიდი უპირატესობა აქვს თავად ქალის ჯანმრთელობისთვისაც. მისი ადრეული დაწყება იცავს ქალს მშობიარობის შემდგომი სისხლდენისგან, ამცირებს დედასთან ოსტეოპოროზის, სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ავთვისებიანი დაავადებების განვითარების რისკს. ამიტომ ყველა ექიმის მოვალეობაა, კარგად განუმარტოს დედას ძუძუთი კვების უპირატესობა, რაც დაეხმარება მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ხელს შეუწყობს, როგორც დედის ისე ჩვილის ჯანმრთლობას.
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს, ვლინდება სხვადასხვა პრობლემა, რომელმაც შესაძლებელია დედას ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიაღებინოს. ერთერთ ასეთ დაბრკოლებას დვრილის ნახეთქები წარმოადგენს, რაც ძუძუთი კვებისას ძლიერ ტკივილს იწვევს და ხშირად ხდება ძუძუთი კვებაზე უარის თქმის მიზეზი.
იმისათვის რომ ნახეთქი არ განვითარდეს, ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს ძუძუსთან სწორ პოზიციას - ბავშვი მთელი სხეულით უნდა იყოს ძუძუსკენ მიბრუნებული, პირი ფართოდ უნდა იყოს ღია, ბავშვის პირის ღრუში არა მარტო დვრილი, არეოლას ნაწილიც უნდა იყოს მოთავსებული, ნიკაპი ძუძუს უნდა იყოს მიბჯენილი. არასწორი პოზიცია ხშირ შემთხვევაში იწვევს დვრილის ნახეთქის განვითარებას. ამასთანავე მეტად მნიშვნელოვანია, რომ თეთრეული იყოს ბუნებრივი ქსოვილის და თავისუფალი. გალაქტორეას შემთხვევაში არსებობს სპეციალური საფენები, რომელიც სარძევე ჯირკვლს სიმშრალეს უნარჩუნებს. ხშირად დაზიანების მიზეზი თავად ქალის მხრიდან ზედმეტი ჰიგიენის დაცვაა. დედები ყოველი ძუძუთი კვების წინ, ცდილობენ სარძევე ჯირკვლის საპნით ან სპირტხსნარით ჩამობანას, რაც კანს ძალიან აზიანებს, აშრობს და დახეთქვისკენ მიდრეკილს ხდის. ამის საჭიროება არ არის, რადგანაც ორსულობის დროს, სარძევე ჯირკვლაზე, არეოლას არეში წარმოიქმნება მონტგომერის ჯირკვლები, რომელიც გამოიმუშავებს სეკრეტს. ეს უკანასკნელი ადეზინფიცირებს სარძევე ჯირკვალს, ხოლო მასში არსებული ცხიმოვანი ქსოვილისგან წარმოქმნილი აპკი იცავს დაზიანებისაგან. საპონი ზოგადი ჰიგიენური პროცედურისას უნდა გამოვიყენოთ და არა ყოველი კვების წინ.
დვრილის ნახეთქის განვითარების პრევენციისთვის და უშუალოდ ნახეთქების სამკურნალოდ, ქალმა შეიძლება რძის ბოლო ულუფა გამოიწველოს, წაისვას დვრილსა და არეოლაზე და გაიშროს ჰაერზე.
დღესდღეობით ბევრი, კარგი საშუალებაა, რომელიც შეიძლება დვრილის ნახეთქის პროფილქტიკისა და მკურნალობისთვის გამოვიყენოთ. ერთერთი ასეთი „ვეას“ პროდუქტი, E ვიტამინის შემცველი, აბსოლუტურად ნატურალური კომპონენტებისაგან შემდგარი მალამო- ვეა ოლიოა, რომელიც შესანიშნავად ატენიანებს კანს და ეფექტურად ახორცებს ჭრილობას. იგი სწრაფად აღადგენს დამსკდარ არეებს, წარმოქმნის დამცავ ანტიოქსიდანტურ ფენას, და ხელს უშლის ნახეთქების თავიდან განვითარებას.
დვრილზე წასასმელი მალამო, პირველ რიგში, აბსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს ბავშვისთვის. ვეა ოლიო არ საჭიროებს ჩამობანას. ჩვილის პირის ღრუში მოხვედრის შემთხვევაშიც კი, არ იწვევს გვერდით რეაქციებსა და მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ მალამო ვეა ოლიო, გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებების შემთხვევაში უშუალოდ ლორწოვან გარსზე (აფთების, სტომატიტის, წყლულების, პროთეზირებით გამოწვეული გაღიზიანების და სხვ. დროს).
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვეა ოლიო ეფექტურად ატენიანებს დვრილსა და არეოლას. ამიტომ თუ მას გამოვიყენებთ დვრილის ნახეთქების გაჩენამდე, ამით ამ დაზიანების პრევენციას მოვახდენთ.
ალერგიისკენ მიდრეკილი კანის შემთხვევაში, აბაზანა ხანგრძლივი არ უნდა იყოს, დაახლოებით 10 წუთი. გამშრალების შემდეგ, ალერგიის გამძაფრების თავიდან ასაცილებლად, კანი აუცილებლად უნდა დავატენიანოთ სპეციალური ატოპური დერმატიტისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საშუალებით.
უნიკალური დასაბანი საშუალება ვეა დეტერგენტე ინტიმური ჰიგიენისთვისაც მნიშვნელოვანია იმით, რომ არ ცვლის ph და მიკრობულ ფლორას.
E ვიტამინის შემცველი, დამატენიანებელი, უფრო ცხიმოვანი საშუალება- ვეა ლიპოგელია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია კანის გაღიზიანების, გამოხატული ატოპური დერმატიტის, მკვეთრი სიმშრალის დროს, არა მარტო ჩვილებში და ახალშობილებში, არამედ მოზრდილებშიდაც- ნაოჭების პრობლემების შემთხვევაში.
E ვიტამინი ანტიოქსიდანტური და მარეგენერირებელი თვისებებით შეუცლველია. ლიპოგელი არ იძლევა კანიდან სითხის დაკარგვის საშუალებას, ის სწრაფად ახდენს დაზიანებული, ანთებითი უბნების ალაგებას. ამშვიდებს, ატენიანებს და კვებავს გაღიზიანებულ კანს.
„ვეას“ მოვლის ხაზი, ერთის მხრივ პრევენციის მოხდენისა და მეორეს მხრივ ჯანმრთელი კანის (რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება დაზიანდეს ახალშობილის სუსტი ბარიერული ფუნქციის გამო) მოვლის საშუალებას გვაძლევს, ამასთან უკვე წარმოქმნილ პრობლემებსაც ეფექტურად უმკლავდება. ეს არის პროდუქცია, რომელიც ყველა ასაკში - 0 თვიდან, ასაკის შეუზღუდავად, გამოიყენება: პირის ღრუს პრობლემების, ტუჩის კუთხის ნახეთქების, თვალის ირგვლივ, მიმიკური ნაოჭების, მოზრდილებში კანის სიმშრალის დროს.
პამპერსის შიგნით გამოსაყენებელი მალამოები, ხშირ შემთხვევაში შეიცავს თუთიას. ამ მიკროელემენტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ორგანიზმისთვის, იმუნიტეტისა და ბარიერული ფუნქციების გაძლიერებისთვის.
ვეა ზინკო შეიცავს მიკრონიზირებულ თუთიისა და E ვიტამინის უნიკალურ კომბინაციას. თუთია ინარჩუნებს სიმშრალეს, ამცირებს გაღიზიანებას, ქმნის დამცავ აპკს და პამპერსის მიდამოში, პრაქტიკულად არ აძლევს კანს სხვადასხვა გამონაყოფისაგან დაზიანების საშუალებას. E ვიტამინი კი კანს ზედმეტი გამოშრობისგან იცავს. ვეა ზინკოს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ეპითელური ქსოვილის აღმდგენი- რეგენერაციული, ბარიერული, ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. შეიძლება ითქვას რომ იგი მოქმედებს საფენის მიერი დერმატიტის ყველა ნიშანის ალაგებაზე.
ვეა-ზინკო არ ზრდის საფენში ტენიანობას, ინარჩუნებს კანის სიმშრლეს და მაქსიმალურად სწრაფად ალაგებს გაღიზიანებას. მისი გამოყენება საფენის ქვეშ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან დაიცავს პატარას კანს გაღიზიანებისგან. ვეა ზინკო ასევე მეტად ეფექტურია ნასიცხის გამონაყარის, აკნეს, ნაწოლების, დამწვრობის შემთხვევაში.
მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად, პედიატრები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ დაბანასა და დასაბან საშუალებებზე, ზოგადად კანისა და პამპერსის მიდამოს მოვლაზე, რამეთუ დაზიანებული კანი ნებისმიერი ინფექციისთვის კარიბჭეს წარმოადგენს.
R