"ნუ გეშიანიათ და ნუ ებრძვით ვირუსის დროს ტემპერატურას დაუნდობლად" ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს:
"ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის. ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად... ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხშირად ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას. არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება, ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ. ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38, 5 გრადუსამდე, გააგრილეთ ბავშვი, არ მისცეთ სიცხის დამწევი 8 საათიან ზოგჯერ 6 საათიან ინტერვალზე ადრე. გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები, რასაც თქვენი ექიმი გირჩევთ, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ისინი არ მოქმედებენ ვირუსზე, დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას. სიცხე ვირუსული ინფექციის დროს არის ორგანიზმის სიგნალიც (განგაში) და ამავდროულად თავდაცვაც. ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან ჭირდება 5-7დღე, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება პირიქით, გაართულოთ. ვირუსს არ ჭირდება მკურნალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოდ დატოვოთ. დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით, თუმცა, არ დააძალოთ. მიეცით სითხეები. დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ, ხშირად გაანიავეთ ბინა. იყავით კონტაქტში ექიმთან. ნუ შეშინდებით." - წერს მამუჩიშვილი