ადამიანები, რომლებსაც დიეტის დაცვა უჭირთ, ხშირად ეძებენ მადის დაქვეითების და საკვებზე მოთხოვნილების შემცირების გზებს. რეალურად არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხები, რაც მადის დაქვეითებას იწვევს, ამის გასარკვევად ენოკრინოლოგ, მზია ფიცხელაურს დავუკავშირდით.
- მადის დაქვეითება, ქცევასთან ცალსახად დაკავშირებული არ არის. თუმცა, გარკვეული ქცევები ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმალური მადა, არც მომატებული და არც დაქვეითებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის არის გარკვეული საკვები, რომელიც კუჭის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, ამის ფონზე მადა მატულობს. ვიღაცას ვაშლი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ვიღაცას კეფირი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ამ თემასთან მიმართებით, რომ კონკრეტული რომელიმე საკვები მადის დამაქვეითებელი იყოს, ეგეთი რამ არ არსებობს. მაგრამ, ყველაზე მეტად, რაც მადაზე დადებითად და კარგად მოქმედებს, ეს არის ჯერადი, ბალანსირებული კვება, დღის განმავლობაში. არასდროს არ ჩაითვლება ფიზიოლოგიურ ნორმად მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და საღამოთი ერთჯერადად მიღებული საკვები. ან დღის განმავლობაში, არასწორი, მარტივი საკვების მიღება და საღამოთი ძირითადი კვების მიღება. თუ იქნება სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი - ამ შემთხვევაში ჯერადად მიღებული სწორი ენერგია, მადის დაქვეითებას ან გამძაფრებას აღარ გამოიწვევს.
-საღეჭი რეზინი, წყალი, ყავა - ხშირად ამბობენ, რომ ეს საშუალებები ჭამის მადას უქვეითებთ. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- ეს მითია. ძალიან ინდივიდუალურია. საღეჭი რეზინი ვიღაცისთვის კუჭ-ნაწლავის ფერმენტაციისთვის სტიმულაციას იწვევს, შესაბამისად შივდება. ვიღაცასთან ამას არ იწვევს. ეს ინდივიდუალურ ფიზიოლოგიაზეა დამოკიდებული და ზოგადი კომენტარის გაკეთება, არ შეიძლება. ვიღაცას შეიძლება დესერტად სჭირდება ხილი. ვიღაცას საკვებს შორის შუალედში ხილი აშიებს, ვიღაცა ს- პირიქით, ანაყრებს და უფრო მარტივად მიდის შემდეგ კვებამდე.
- თქვენი პაციენტებისგან ძირითადად რა გაგიგიათ მადის დაქვეითებასთან მიმართებით?
- წყალი, საღეჭი რეზინი, ხილი, კეფირი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მითი და ინდივიდუალურია. თუ სწორ ფიზიოლოგიურ კვებას მიჰყვება ადამიანი, არ არსებობს მოუწესრიგებელი ნივთიერებათა ცვლა.
- როგორ ეხმარება წყალი ადამიანებს წონის კლებაში?
- წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული უჯრედის ნივთიერებათა ცვლა, თუ წყლის ბალანსი არ არის მოწესრიგებული, ვერასდროს მოხდება სწორად ანუ იმ საკვების ენერგიად გარდაქმნა, რასაც ჩვენ ვიღებთ. აუცილებლად გარდაიქმნება არასწორ ნივთიერებად და ცხიმის სახით ჩალაგდება ორგანიზმში. მინიმალური რაოდენობა, ზრდასრული ადამიანებისათვის დღე-ღამის განმავლობაში ერთი ლიტრია. საუბარია ჯანმრთელ ადამიანზე. თუ მაგალითად თირკმლის დაავადებები აქვთ ან დამატებითი პათოლოგიები, იქ შეიძლება წყალი შეზრუდული იყოს. თუმცა, საშუალოდ რომ ავიღოთ, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, ნორმა არის ერთი ლიტრა, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას უჯრედებს შორის. დღის განმავლობაში, ერთჯერადად წყლის მიღება არასწორია, ჯერადად უნდა იყოს მიღებული. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა წყალს დილას მიიღებს, შუადღეს თუ საღამოს, მთავარია მხოლოდ ერთჯერადად არ მიიღოს წყალი. წონის კლების შემთხვევაშიც ასეა. 1 ლიტრა წყალი მინიმუმ უნდა მიიღონ, მაქსიმუმ - რამდენიც გაეხარდებათ.
-მინერალურ წყალთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?
- მინერალური წყალი არ არის სუფთა წყალი. მასში არის მინერალების გარკვეული რაოდენობა, რომლის განუსაზღვრელად მიღება არ შეიძლება. ერთი ან ორი ჭიქა გამოდის 200- 400 მილილიტრი დღიური ნორმა და ჯანმრთელი ადამიანისთვის მისაღებია, თუმცა განუსაზღვრელი რაოდენობით მისი მიღება, როგორც ვამბობთ წყალზე, არ შეიძლება .
თამარ იაკობაშვილი
ნინო ჯიქურაული: „ხანმოკლე და არათანმიმდევრული დიეტა შედეგს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იძლევა“
აქვს თუ არა გასახდომი ეფექტი ლიმონიან წყალს და რისთვის არის ის ყველაზე ეფექტური - ენდოკრინოლოგ მაკა კორინთელის რჩევები