თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ონკოლოგიური დაავადებაა გავრცელებული. მათ შორისაა სიმსივნე. როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში კიბოს სტატისტიკა, რა არის ყველაზე მეტად გავრცელებული და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი, ექიმთა და ონკოლოგთა სასწავლო ცენტრის დირექტორი, საყლაპავისა და მუცლის ღრუს, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურქგი-ონკოლოგი, პაატა ბეგიჯანაშვილი საუბრობს:
-2008 წლიდან, განსაკუთრებით, რაიონებში, ხაშურიდან გორამდე კანის სიმსივნეებმა იმატა. 2008 წლის შემდეგ რომ მაჩვენებელია, ასეთი რაოდენობით არასდროს ყოფილა. 10 და 20 შემთხვევა რომ იყო წელიწადში, გახდა 200. კანის სიმსივნეებმა 200-300 პროცენტით მოიმატა ბოლო 5 წელიწადში. წამყვანია ფილტვების კიბო. კანის კიბო 4 სახისაა, მელანომა - ყველაზე ძლიერი და აგრესიული, რომელიც მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ, მომართვიანობითაც და დაავადების პროგრესირებითაც. ადრე 150-200 შემთხვევა რომ იყო, უკვე 800-1200 შემთხვევაა. ადამიანს ვერ იპოვნი, რომელსაც სიმსივნე არ აქვს კანზე. სიმსივნეს ჩვენ ვეძახით ახალ ხალს, წითელ, შავ, ლურჯ ხალებს - ეს ხალები ყველა საყურადღებოა. კახეთშიც უფრო მეტია კანის კიბო. 2008 წლის ომის შემდეგ როდონის კატალიზება მოხდა და რადიაციულმა ფონმა 3-4-ჯერ მოიმატა. განსაკუთრებით ჭებში, გვეუბნებიან, რომ არ დაილევა ჭების წყალი და უნდა ვსვათ ჩვენი ონკანიდან. რომ იყიდება და გვგონია, რომ სუფთაა, იქაც კონცენტრატია და არ არის უსაფრთხო. ერთი წელი რომ აქვს შენახვის ვადა და პლასტმასის ბოთლშია მოთავსებული, რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო. კვდებიან სიგარეტის წევით. ფილტვის კიბო ადრე წელიწადში 180-200 იყო ხოლმე, ახლა 800-1000-ია. აქედან ქალებში, რომლებიც არ ეწევიან, ფილტვის კიბო 20 პროცენტია, 60-65 პროცენტი სიგარეტისმიერია.
ქართველი ონკოლოგების საგანგებო განცხადება: "მდგომარეობა საგანგაშოა"
შვილმკვდარი ონკოლოგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სიმსივნე სტრესის შედეგია - როგორ დასრულდა მისი ბრძოლა