რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი და რა იწვევს თმის ცვენას - გვპასუხობს ექიმი დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, ტრიქოლოგი ნელი ბაკურაძე.
- რა სიშხირით უნდა დავიბანოთ თავი, როგორც მოზრდილებმა, ასევე ბავშვებმა?
- ესა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და იმაზე, რამდენად მიდრეკილია ადამიანის ორგანიზმი თავის კანის დაავადებისკენ. იქნება ეს ფსორიაზი, სებორეული დერმატიტი თუ ქერტლი. ქერტლის არსებობის შემთხვევაში ხდება პატარა მიკრო საცობების წარმოქნა, რაც სხვა პროცესების გაღრმავებას განაპირობებს. ასეთ დროს სასურველია ხშირად დავიბანოთ თავი. ისე კი, თავის დაბანა ყოველდღიურად არ არის აუცილებელი. თუმცა თუ ადამიანი ვარჯიშობს ფიზკურად, არის აქტიური და დატვირთული, უოფლიანდება თავის კანი, ან ხშირად სარგებლობს აუზით და აქვს ქლორიან წყალთან შეხება, ასეთ დროს სასურველია მალე დაიბანოს თავი სპეციალური შამპუნით, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. სხვა შემთხვევაში, თუ არ გვექერცლება კანი, არ გვაქვს მომატებული ცხიმიანობა, ყოველდღიურად თავის დაბანა არ არის რეკომენდებული, რადგან ასე ცხიმოვანი ჯირკვლის მუშაობა სტიმულირდება. ამიტომ ერთი, ორი დღის გამოკლებით დავიბანოთ თავი, რათა ცხიმოვანი ჯირკვლები მიეჩვიონ დამზოგველ მოქმედებას.
- თმის ცვენის მიზეზი ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების გარდა, კიდევ რა შეიძლება იყოს?
- თმის ცვენის მიზეზი ორგანიზმის შინაგანი პრობლემების გარდა, კიდევ შეიძლება იყოს გარემო ფაქტორებიც, ეს შეიძლება იყოს თმის საღებავი, არასორად გამოყენებული შამპუნებიც. თმის ცვენას იწვევს ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰორმონული დისბალანსი, მიკროელემენტების არასწორად მიწოდება ორგანიზმისთვის. შესაბამისად, როცა თმის ცვენის პრობლემაა, პირველ რიგში მიზეზი უნდა ვიპოვოთ და მიზეზს უნდა ვებრძოლოთ.
- რა შეიძლება გავაკეთოთ თმის სწრაფად ზრდისთვის, რეალურად თმის ზრდის დაჩქარება შესაძლებელია?
- ეს დამოკიდებულია პირველ რიგში ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და ასევე არის დამოკიდებული ორგანზმში D ვიტამინის არსებობაზე. თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სისიხლის მიმოქცევის მოწესრიგებით, სხვადასხვა მიკროელემენტებისა და ზრდის მასტიმულირებელი საშუალებების ორგანიზმში შეყვანით, შესაძლებელი არის თმის ზრდის დაჩქარება, უბრალოდ შინაგანი ორგანოების პროლემები უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხება გაჭაღარავებას, პირველ რიგში და უმეტეს შემთხვევებში, ეს გამოწვეულია გენეტიკურით ფაქტორით, იმიტომ, რომ მელანინის წარმოქნა ფერხდება. ასევე გაჭარაღავებაზე მოქმედებს სტრესი და ნერვიულობა.
რუსკა კილასონია