თოვლის მოსვლას არა მხოლოდ ბავშვები, უფროსებიცმოუთმენლად ელიან. განსაკუთრებით ვირუსების გააქტიურების სეზონზე, რადგან გავრცელებული შეხედულებით, თოვლი სასარგებლოა იმუნიტეტისა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სინამდვილეში რა დადებითი გავლენა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობაზე და რატომაა მნიშვნელოვანი თოვლიან გარემოში ბავშვის გაყვანა, ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმაზამთრის კურორტის არჩევისას, ამ და სხვა ბევრ საინტერესო კითხვაზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე საუბრობს:
-თოვლის გავლენა ადამიანზე და განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივია. ამიტომ, ყველა ამ კომპონენტს ცალკე განვიხილავთ.როცა პაციენტების მშობლები მეკითხებიან, წავიდნენ თუ არა ზამთარში სადმე, პასუხი აუცილებლად დადებითია. მით უფრო, რომ საქართველოში უამრავი შესაფერისი ადგილია, მათ შორის ბაკურიანი, ბორჯომი, საირმე, აბასთუმანი და სხვა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თოვლიან მთის კურორტზე სუფთა ჰაერის დადებითიზემოქმედება სწრაფადვე იწყება. თქვენი შვილი ჩასვლისთანავე იწყებს იმ ჰაერით სუნთქვას, რომელიც გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ქალაქის ჰაერი. ამაში ხელს უწყობს სწორედ თოვლი. თოვლი წმენდს ჰაერს და ყველა იმ მტვრის ნაწილაკებს, მეტალებსა თუ ორგანიზმისთვის სახიფათო ელემენტებს აცილებს მას. ამიტომ, როცა თქვენ მთის კურორტზე ხვდებით და იქ თოვლი მოდის, ჩათვალეთ, რომ სუნთქავთ ქალაქთან შედარებით გაცილებით სუფთა ჰაერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სასუნთქი სისტემის გაჯანსაღებას.
მეორე, ზამთრის კურორტზე ბავშვები არ უნდა ჩაიკეტნონ ოთახებში, სასარგებლო აქტიური დასვენებაა და ამის მაგალითი თუნდაც თოვლში სიარულია, რომელიც მოითხოვს გაცილებით მეტ ენერგიასა და ძალას.თოვლში მოძრაობა კუნთებისთვის სერიოზული დატვირთვაა, ის ავარჯიშებს და აძლიერებს კუნთოვან სისტემას, განსაკუთრებით ქვემო კიდურების კუნთებს, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს მეტი წინააღმდეგობა დაძლიოს. ადამიანის ორგანიზმს მეტი ენერგიის გამომუშავება უწევს სიცივის გამოც, ასე რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, ეს ორივე ფაქტორი - რომ თოვლში მოძრაობა და სიცივე, მინუმუმ ერთი საათის განმავლობაში, ნებისმიერი სახის სპორტით დაკავების იდენტურია, რასაც ბავშვები ხშირად მოკლებულნი არიან.
მესამე, ითვლება, რომ თოვლი და, ზოგადად, ცივი ჰაერი იმუნური სისტემისთვის ბიძგის მიმცემია, რაც ორგანიზმის დაცვით ძალებს აძლიერებს.
ასევე, თუ თქვენი შვილი თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაშითოვლში, სუფთა ჰაერზე, მზიან გარემოშია, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს. მზის სხივების ზემოქმედება D ვიტამინის მასტიმულირებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, არა მარტო კალციუმის ცვლის მოწესრიგების, არამედ სხვა ორგანოების და სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
თოვლი და სიცივე ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ძილის მოწესრიგებითვის, მადის მომატებისთვის, თავის ტვინის უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ხასიათის გაუმჯობესებისთვის.
კიდევ ერთი, რაც ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ზამთრის და თოვლის ბავშვის ორგანიზმზე ზემოქმედებასთან,მისი, ერთი შეხედვით, უცნაური დამოკიდებულებაა ინფექციებთან. ზოგადად, ითვლება, რომ ზამთარში ინფექციური დაავადებების რისკი მატულობს, მართლაც ასეა. ინფექციური დაავადებების რისკი მატულობს იმის გამო, რომ ბავშვებს ზამთარში უფრო მეტი დროის გატარება უწევს დახურულ სივრცეში, ნიავდება საკლასო თუ ბაღის ოთახებში, რომლებიც ცუდად ნიავდება, რაც ზრდის რესპირაციული ინფექციის გადაცემის რისკს. თუ დღის დიდ ნაწილს ბავშვი გაატარებს ოთახს გარეთ, თოვლიან გარემოში, ვირუსული ინფექციების განვითარების რისკი მკვეთრად მცირდება.
ბოლოს, თოვლში, სხვა ბავშვებთან ერთად თამაში სოციალურ განვითარებასა და თანამშრომლობას უწყობს ხელს. თამაში ასწავლის ბავშვებს ჯგუფში მუშაობას, რაც სასარგებლოა მოლაპარაკების და კონფლიქტის მოგვარების უნარების განვითარებისთვალსაზრისით, ხელს უწყობსბავშვებს გახდნენე თვითდაჯერებულობი და გამძლეები.
ანუ თუ შევაჯამებთ, ზამთარში, თოვლში დასვენება სასარგებლოა ბავშვისთვის როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ემოციური და სოციალური განვითარების კუთხითაც.
- დასვენების პერიოდს ყველა ქვეყანა სხვადასხვანიარად განსაზღვრავს, მაგალითად, ბავშვისათვის აუცილებელის ზაფხულის არდადეგების ხანგრძლივობა ზოგ ქვეყანაში 6 კვირაა, ქვეყანათა უმრავლესობაში 8-12. ზამთრისთვის ეს პერიოდი უფრო მოკლეა, მაგრამ თუ გინდათ, რომ თქვენი შვილის ორგანიზმი მთის კურორტზე დასვენებისას პოზიტიური გავლენის ქვეშ იყოს,მინიმუმ ორკვირიანი პერიოდით უნდა წაიყვანოთ.
-დღის განმავლობაში დაყოვნების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. რა თქმა უნდა, არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რამდენიმე რჩევა. პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ თქვენი ბავშვის თვალები და კანი დაცული იყოს მზის სხივებისგან, ამიტო შავი სათვალე და კანზე სპეციალური პროტექტორების წასმა აუცილებელია. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მოყინვის, გადაციების შესაძლებლობაც, ფეხებისა და ხელების დასველება არ არის სასურველი.
-ზამთრის განმავლობაში იდეალურია მთის კურორტი, სადაც თოვლის, მთის ჰაერის, წიწვოვანი ტყეების ერთობლივი ზემოქმედებაა. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა წახვიდეთ იქ, სადაც თოვლია, მაშინ ალტერნატივაა ნებისმიერი სოფელი, რომელიც ტყიან გარემოშია. ეს იქნება გაცილებით ეფექტური, როგორც კლიმატის, გარემოს შეცვლისა და ჰაერის სისუფთავის მხრივ, ვიდრე დიდ ქალაქში დარჩენა. თუნდაც იმ სოფელში თოვლი არ იყოს.
თამარ იაკობაშვილი