თუ ბავშვი ხშირად ავადობს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ინფექციებისგან ორგანიზმის თავდაცვის სისტემის დონის დასადგენად საჭიროა რამდენიმე ტესტის გავლა.
ვხედავთ, რომ ბავშვების ერთი ნაწილი კარგად ახერხებს, დაუსხლტეს სეზონურ ვირუსებს, ზოგიერთს კი ინფექციები ადვილად "პოულობენ". ზოგიერთისთვის კი სურდო, ხველება ან გაციება ქრონიკული პრობლემაა. ბავშვს მკურნალობის ერთი კურსი არა აქვს ჩამთავრებული რომ მეორე იწყება. სწორედ ამ დროს ფიქრობენ მშობლები, რომ ბავშვს აქვს სუსტი იმუნიტეტი და აუცილებელია მისი გაძლიერება.
სინამდვილეში რეაქცი შემოჭრილ პათოგენზე, როგორიცაა გაჭედილი ცხვირი, სიცხე და ყელის სიწითლე მიუთითებს, რომ იმუნური სისტემა იბრძვის.
თუმცა, დაავადების სიხშირე არ ასახავს ორგანიზმის დამცავი სისტემის მდგომარეობას. მთავარია, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება ან რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება ბავშვი, წარმოიქმნა თუ არა გართულებები. ექიმის თქმით, განმეორებადი ბაქტერიული ინფექციები უკვე საყურადღებოა.
თუ წელიწადში 2-ჯერ მაინც არის ჩირქოვანი ტონზილიტი, ოტიტი, პნევმონია - ეს არის კითხვები იმუნიტეტისთვის.
მაგრამ ხშირად ავადმყოფი ბავშვების მშობლები ტავიანთი ინიციატივით იწყებენ იმუნიტეტეის "გამაძლიერებელი საშუალებების" მიცემას. სინამდვილეში რაიმე ზომების მიღებამდე საჭიროა დაუკავშირდეთ პედიატრს და რამდენიმე ანალიზი ჩაუტაროთ ბავშვს.
სისხლის საერთო ანალიზი
ამით შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა ორგანიზმში ქრონიკული ანთება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლეიკოციტების დონე, არამედ სისხლის ყველა უჯრედის აბსოლუტური რაოდენობა, კერძოდ, ნეიტროფილები - დამცველები ინფექციებისგან.
ყელის და ცხვირის ნაცხის ანალიზი
კვლევა ინიშნება ხშირად ავადმყოფი ბავშვებისთვის ლორწოვანი გარსების ლოკალური, ლორწოვანი იმუნიტეტის მდგომარეობის დასადგენად - თანდაყოლილი იმუნიტეტის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ინფექციებისგან დაცვაზე.
იმუნოგლობულინების IgM და IgG დონე
კიდევ ერთი ინფორმაციული ანალიზი.
სისხლის ტესტი
ეს არის მოლეკულური ტიპის კვლევა PCR გამოყენებით. დნმ-ის გარკვეული მოლეკულები ანალიზდება სისხლში. როგორც წესი, ეს მონაცემები საკმარისია იმის გასარკვევად, საჭიროა თუ არა მკურნალობა და როგორ.
კვლევა უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე იმუნოგრამა, ამიტომ ის შედის ახალშობილთა სკრინინგ პროგრამაში თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის საძიებლად. გარდა ამისა, იმუნოგრამა რთული და ძვირადღირებული კვლევაა და ყველა ლაბორატორიას არ აქვს მისი ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები.
გიორგი ღოღობერიძის 5 რჩევა, რომ ბავშვი ნაკლებად დაავადდეს და ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდეს: "ჭუჭყი, ტალახი, ქვიშაში თამაში ბავშვისთვის საჭიროა"
"ბავშვების ავადობა იმუნიტეტის გასაწვრთნელადაა საჭირო... ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმიტომ, რომ ოფლიანდებიან"