ასტიმულირებს ძვლოვანი სისტემის განვითარებას ბავშვებში, რაც აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის 1. კვირაში ორჯერ მიეცით ბავშვს 20-30 გრ კაკალი
პირველად კაკალი ჯობია 5 წლის ასაკში მისცეთ. ჯერ დღეში ერთი ლებანი გაასინჯეთ და დააკვირდით ორგანიზმის რეაქციას, რომ არ მისცეს ალერგია. მაინც რა სარგებლობა მოაქვს კაკალს იმუნიტეტისთვის? ჯერ ერთი, ყველა სახეობის კაკალი წარმოადგენს გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავას, რომელიც აუცილებელია ბავშვისა თუ მოზარდის ნორმალური ზრდა- განვითარებისთვის. ასევე კაკალი უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიურობას. ასევე მდიდარია ცნობილი ანტიოქსიდანტით - Е ვიტამინით. კაკალი მცენარეული ცილაა, რომელიც თავისი ფასეულობით ახლოსაა ცხოველური წარმოშობის ცილასთან.
2. თაფლი შაქრის მაგივრად
რა თქმა უნდა ეს მათთვის, ვისაც ალერგია არ აქვს თაფლზე. თუ ყველაფერი რიგზეა, დაამატეთ ასკილის ნაყენს, ფაფებს, ჩაის. თაფლი მდიდარია მიკროელემენტებით, ფერმენტებითა და ვიტამინებით. გთავაზობთ ერთ ძალიან სასარგებლო რეცეპტს: დაგჭირდებათ: 200 გრ გარგრის ჩირი, 200 გრ ქიშმიში, 200გრ კაკალი, 200 გრ შავი ქლიავი, 3 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ც ლიმონი. ჩირი გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე და გააშრეთ. ლიმონი დაჭერით, გამოაცალეთ კურკები. ეს ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი უზმოზე.
3. სალათებსა და სუპებს დაუმატეთ დაკეპილი 2 კბილი ნიორი
ნიორი გამოირჩევა ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებებით. ნიორი შეიცავს სელენს, რომელიც უზრუნველჰყოფს С და Е ვიტამინების გააქტიურებას ორგანიზმში. თავის სასარგებლო თვისებებს თერმული დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს. სხვადასხვა ვირუსული ეპიდემიის დროს ბავშვის რაციონში მუდმივად დაამატეთ ნიორი. ერთადერთი უსიამოვნო თვისება სუნია, რომელსაც ადვილად შეიძლება გავუმკლავდეთ: ნივრის გამოყენების შემდეგ საკმარისია დაღეჭოთ პიტნის ფურცლები ან ოხრახუშის ღეროები და სუნი უკვალოდ გაქრება.
4. მიირთვით სტაფილო
სტაფილო კაროტინის საბადოა, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება А ვიტამინად. იგი წმენდს სისხლს, გამოჰყავს ტოქსინები, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ააქტიურებს ყველა ორგანოს მუშაობას. ფიტონციდების მაღალი შემცველობის წყალობით ისევე ეფექტურად მოქმედებს დაავადებულ მიკროფლორაზე, როგორც ხახვი და ნიორი. გამოიყენება სალათებში, განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლისა და სტაფილოს წვენები. იოლად შეთვისების მიზნით კარგი იქნება, თუ დაუმატებთ - ნაღებს ან არაჟანს (სალათებში). მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, როგორც ყველაფერში, აქაც საჭიროა ზომიერება. თუ ზედმეტი მოგვივიდა, ღვიძლი ვერ გადაამუშავებს დიდი რაოდენობით კაროტინს და ბავშვს შეიძლება კანი გაუყვითლდეს.
5. კვირაში 2-ჯერ მიიღეთ წითელი თევზი
მთავარი კომპონენტი, რასაც ეს პროდუქტი შეიცავს, არის ომეგა 3 - ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, სისხლძარღვებს, ტვინსა და ნერვულ სისტემას. გარდა ამისა, თევზი შეიცავს ფოსფორს, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინის აქტიურობაზე, ასევე იოდს, რომელიც პასუხისმგებელია ფარისებური ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. არის ერთი ნიუანსი - 2 წლამდე ბავშვებისთვის, პედიატრის ნებართვის გარეშე, არ არის რეკომენდებული თევზის მიცემა, რადგან შეიძლება შეექმნათ პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით.
6. ხშირად ასვით ასკილის ნაყენი
ასკილი С ვიტამინის საბადოა. მისი მიცემა შეიძლება 4 თვის ასაკიდან. გაითვალისწინეთ, რომ ასკილს გამოჰყავს ორგანიზმიდან კალიუმი. ამიტომ როდესაც მისცემთ ბავშვს ასკილის ნაყენს, მიეცით ასევე გარგარის ჩირი, ქიშმიში ან ბანანი - ყველაფერი, რაშიც შედის კალიუმი და გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი. 2 სუფრის კოვზ გამომშრალ ნედლ ნაყოფს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით თერმოსში ან შეფუთეთ პირსახოცით.
7. სალათებს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი
ძველი ბერძნები ზეითუნის ზეთს „თხევად ოქროს“ ეძახდნენ. იყო დრო, როდესაც ზეთს ვალუტის მაგივრად იყენებდნენ. ის თითქმის მთლიანად შედგება გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებისგან, რომლებიც ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში და არ მოქმედებს სასარგებლო ქოლესტერინის ნაირსახეობაზე (რომელიც, როგორც ცნობილია, სასიცოცხლოდ აუცილებელია ბავშვისთვის). ცხიმები, რომლებიც ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში შედის, თავისი შემადგენლობით ჰგავს დედის რძის ცხიმებს. გარდა ამისა, ზეითუნის ზეთი ასტიმულირებს ძვლოვანი სისტემის განვითარებას ბავშვებში, რაც აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის. აძლიერებს ნაწლავის კედლებს და აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება. უკვე 7 თვიდან შეიძლება შეიძლება ზეითუნის ზეთის გამოყენება წვეთობით - ბოსტნეულის პიურესა და სუპებში.
8. ნაწლავის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნება
სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა, რომელიც საკვების სახით ხვდება ორგანიზმში, შეიწოვება სწორედ ნაწლავებში. ასე რომ, მისი მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მიეცით ბავშვს გაზგასული მინერალური წყალი, რძემჟავა პროდუქტები, ბევრი სეზონური ხილი და რაც შეიძლება მეტი უჯრედისით მდიდარი საკვები.
რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციები არ გამორიცხავს გაკაჟების პროცედურებს, სუფთა ჰაერზე სეირნობას და სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობას.