დაიხედეთ ენაზე და შეიტყვეთ პრობლემების შესახებ, რომ ნეგატიური შედეგები მალევე აღმოფხვრათ ენა სხეულის უნიკალური ნაწილია, რომელიც ასე აუცილებელია ყველასთვის. მისი მეშვეობით ვურთიერთობთ, ვიღებთ საკვებს, პირის ღრუს ჯანმრთელობას ვუწყობთ ხელს და მთელი ორგანიზმის მდგომარეობის გაგებაც კი შეიძლება. ენის დანახვისას გამოცდილი ექიმი ბევრ რამეს ეტყვის პაციენტს.
ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ენა გულის გაგრძელებაა, ამიტომ მის მდგომარეობას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღებას.
ჩაიხედეთ სარკეში და ახლავე დაითვალიერეთ ენა, რომ დაახლოებით მიხვდეთ, გაქვთ თუ არა განგაშის საფუძველი.
ჯანმრთელი ენა
"ჯანმრთელი" ენის ფერი ყოველთვის თაბაბრად ვარდისფერია, თვითონ ორგანო კი სველია, ნადების, ლაქების, ხაოების გარეშე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანსაღია და კარგად ფუნქციონირებს საკვების გადამუშავების პროცესში.
ნადები ენაზე
1. მსუბუქი თეთრი
ასეთი ენა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მიანიშნებს. რაკი ამ ერთი ნიშნით ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა (შეიძლება იყოს როგორც დაბალი მჟავიანობა ან კუჭის წყლული), ექიმთან მისვლა ჯობს.
2. სქელი თეთრი ნადები
თუ ენა სქელი თეთრი ნადებით გაქვთ დაფარული ეს არც ისე კარგის ნიშანია. ორგანიზმში ზოგიერთი სისტემა ვერ ასრულებს თავის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ასევე ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ნიშანი.
3. ყვითელი
ამ ტიპის ნადები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიანიშნებს. ასევე შეიძლება იყოს საჭმლის მონელების პრობლემების ნიშანი.
4. არათანაბრად შეფერილი, დაწყლულებული ენა
ე.წ. გეოგრაფიული ენა კუჭ-ნაწლავის დაავადებების ნიშანია. თუ ეს ლაქები და ხაზები იმდენად ღრმაა, რომ ნაპრალებს ჰგავს, ეს სისხლში საქრის მომატებულ შემცველობაზე მიანიშნებს. ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმი დაგეხმარებათ.
ენის ფერი
1. მკრთალი თეთრი ენა
თეთრი ან ძალიან ფერმკრთალი ენა ასევე კუჭნაწლავის სისტემის პრობლემებთან არის დაკავშირებული. ასეთი ფერის ენას თან ახლავს ხელებისა და ფეხების სიცივე, დაღლილობა ან მუცლის შებერილობა.
მეტისმეტად თეთრი, მშრალი ენა ასევე შეიძლება მიანიშნებდეს სისხლის დეფიციტზე, რომელსაც როგორც წესი ახლავს ნევროზული ნიშნები, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, ტუჩების დახეთქვა ან ანემია.
2. წითელი ენა
მკვეთრი წითელი ენა ყოველთვის არის ორგანიზმში ინფექციის არსებობის ნიშანი. წითელი წერტილები ენაზე შეიძლება მიანიშნებდეს ტემპერატურაზე ან ანთებაზე. ბავშვებს ასე აღენიშნებათ ხოლმე იმუნური პასუხი ინფექციაზე.
მუქი წითელი ენა თირკმლების პრობლემების ან ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშანია.
3. ენა წითელი წვერით
ენის წვერი ასევე ცნობილია, როგორც გულის უბანი. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ენის წითელი წვერი შეიძლება მიანიშნებდეს ემოციურ აშლილობაზე და გულის პრობლემებზე.
4. კიდეებში წითელი ენა
ასეთი ფერის ენა ტკბილეულის ან ცხიმიანის, ასევე ალკოჰოლის გადამეტებულ მიღებაზე მიანიშნებს. აღმოსავლური მედიცინის აზრით, ასევე ვლინდება დიდი ხნის ბოღმის ან ნერვიულობის შედეგები.
5. იასამნისფერი ენა
ყველაზე ხშირად ასეთ ფერს იწვევს ვიტამუნ B2-ის დეფიციტი. ასევე შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ფერის ენა ქალს, რომელსაც რთული მენსტრუალური ციკლი აქვს ან ქრონიკული ტკივილების მქონე ადამიანებს.
6. მოლურჯო ენა
თუ მოლურჯო ენა გაქვთ, ეს ნიშანია, რომ მალე მიხვიდეთ ექიმთან. ძირითადად ეს არის იმის ნიშანი, რომ ორგანიზმს ჟანგბადის მიწოდების პრობლემა აქვს. ასევე შეიძლება იყოს გულის დაავადებების ნიშანი, დაზიანებული სისხლძარღვების, სასუნთქი გზების.
7. ყვითელი ენა
თუ სიყვითლე დიდხანს არ გადის, მაშინ ეს ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებს. ენის წინა ნაწილის სიყვითლე ჰეპატიტის ნიშანია.
8. მომწვანო ენა
მუქი ან მომწვანო ნადები ენაზე ჩნდება ორგანიზმის ძლიერი მოწამვლის დროს, მათ შორის – ალკოჰოლით მოწამვლის.