ბავშვის დაბრუნება საბავშვო ბაღში და სკოლაში დაავადების დაწყებიდან 6 დღეზე ადრე არ უნდა მოხდეს... როცა მატულობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, აუცილებლად მოარიდეთ ბავშვი ხალხმრავლობას, ხშირად დაბანეთ ხელები, ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელმა ოჯახმა.
თუ ხშირად ხდება ავად ბავშვი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხშირად ინფიცირდება. ამაში ბავშვი არ შეიძლება იყოს დამნაშავე. ეს არის მოდელი მისი ოჯახის ქცევისა. ე.ი. საჭიროა ამ მოდელის შეცვლა და არა ბავშვის მკურნალობა. მკურნალობა ყოველთვის არ ნიშნავს წამლების მიცემას. საჭიროა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ბავშვის ორგანიზმმი მაქსიმალურად სწრაფად და მინიმალური ჯანმრთელობის დანაკარგით გაუმკლავდეს ვირუსს.
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მკურნალობა ნიშნავს შევქმნათ ოპტიმალური პარამეტრები ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის. ჩააცვით თბილად, არ აჭამოთ მანამ, სანამ თვითონ არ მოგთხოვთ, დატვირთეთ სითხით.
ცხვირში - ფიზიოლოგიური ხსნარი, პარაცეტამოლი - მაღალი ტემპერატურის დროს. ეს წამლების საკმარისი ჩამონათვალია. ნებისმიერი აქტიური მკურნალობა ხელს უშლის იმუნიტეტის ფორმირებას. გამოჯანმრთელების შემდგომი ქმედებები მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: მდგომარეობის გაუმჯობესება და ტემპერატურის ნორმალიზება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი აღდგა. ბავშვი მომდევნო დღესვე მიდის ბავშვთა კოლექტივში. სკოლაში ან ბაღში წასვლისას აუცილებლად შეხვდება ახალ ვირუსს. ახალი დაავადება დაიწყება დასუსტებულ ორგანიზმში. ის უფრო მძიმედ მიმდინარე იქნება, ვიდრე წინა და დიდი ალბათობით მოითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
გამოკეთდით? - ე.ი. უნდა დაიწყოთ ნორმალური ცხოვრება. ნორმალური ცხოვრება არ გულისხმობს ცირკში წასვლას, არც სკოლას, არც საბავშვო ბაღს და არც პოლიკლინიკას. ნორმალური ცხოვრება - ეს არის ხალხთან კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე, ჯანმრთელი ძილი, ლორწოვანი გარსის აღდგენა. ერთი კვირის შემდეგ შეიძლება ცირკიც! ნუ დაივიწყებთ, რომ ხალხთან კონტაქტი სარისკოა - განსაკუთრებით დახურულ შენობაში. ბავშვებთან ერთად თამაში სუფთა ჰაერზე, როგორც წესი, უსაფრთხოა. ვირუსზე ანტისხეულები გამომუშავედება დაავადების მეხუთე დღიდან. ამიტომ ბავშვის დაბრუნება საბავშვო ბაღში და სკოლაში დაავადების დაწყებიდან 6 დღეზე ადრე არ უნდა მოხდეს.
სიტუაცია, როდესაც ბავშვი ხშირად მოავადე ხდება მას შემდეგ, რაც წავიდა საბავშვო ბაღში - სავსებით ტიპიურია. 3 წლამდე ფაქტიურად არ უავადმყოფია, აკაჟებდნენ, ასეირნებდნენ. 3 წლის რომ შესრულდა, წაიყვანეს ბაღში. ზამთრის განმავლობაში ხუთჯერ გახდა ავად... მიხვდით, ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, არა ბავშვი. როდესაც წარმოთქვამენ ფრაზას: “სამ წლამდე არ უავადმყოფია“, ე. ი. საქმე გვაქვს სრულიად ნორმალურ, ჯანმრთელ ბავშვთან. როგორც კი შეიცვალა გარემო პირობები, დაიწყო ავადმყოფობა. რა მოვიმოქმედოთ? ხშირი ავადმყოფობა ნიშნავს იმას, რომ ან თქვენ იჩქარეთ ბავშვის სრულ გამოჯანმრთელებამდე ბაღში მიყვანა, ან თვითონ საბავშვო ბაღში იღებენ ბავშვებს, რომლებიც ავად არიან, ოთახები არ ნიავდება, არ გაჰყავთ სასეირნოდ ეზოში ან ცოტას ასეირნებენ...
ბავშვი ავად გახდა? ჰაერი დავატენიანეთ, ოთახი გავანიავეთ, სითხით დავტვირთეთ, ცხვირში ჩავასხით (ფიზიოლოგიური), გამოვჯანმრთელდით. ჩვენ არაფერი საშიში, ცუდი და საზიანო არ ჩაგვიდენია. მაგრამ თუ ყოველი დაცემინება, წამოხველება გახდა მიზეზი უამრავი სხვადასხვა დაახელების სიროფის, ტაბლეტის, ანტიბიოტიკების მიღებისა, სხვადასხვა ექიმთან სიარულისა, მაშინ ჩვენი ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადება გადაიქცევა დაუსრულებელ ავადმყოფობად. ასეთი ბავშვისთვის საბავშვო ბაღში სიარულიც სახიფათოა (რადგან მისი გამუდმებული ავადმყოფობა სხვა ბავშვებსაც დააზარალებს).
თუ ბავშვი თუნდაც ხშირად ავადმყოფობს მწვავე რესპირატორული დაავადებით, მაგრამ გამოჯანმრთელდება არა წამლებით, არამედ ბუნებრივი გზით, დაე იაროს ბაღში და საერთოდ გააკეთოს ის, რაც სურს... ასე ავადმყოფობა და ასე გამოჯანმრთელება სულაც არ არ არის სახიფათო!