სამწუხაროდ, ზაფხულში ყოველთვის მატულობს ადამიანების წყალში დახრჩობის შემთხვევები. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება. დიახ, ყველაზე ახალგაზრდა და ჯანმრთელ ორგანიზმსაც კი შესაძლოა წყალში გულმა უმტყუნოს, მოძრაობა ვეღარ შეძლოს და დაიხრჩოს.
როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს - რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.
ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ... ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ... ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის...
ყველაზე დიდი კატასტროფაა წყალში ნასვამი რომ შედიან! ქართველები იმდენად არ ვუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შეიძლებოდეს, სართულებზეც მანქანით ავიდოდით. ფეხით სიარული გვეზარება, როდესაც ვარჯიში აუცილებელია! 1 საათი ფეხით გასეირნება ნორმალურ დროს, კუს ტბაზე სირბილს უდრის! თავს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ქართველები არაფრით შინდებიან. ეს მე არ დამემართებაო და მავნე ჩვევებს არ ღალატობენ!
მანანა გაბრიჭიძე