"პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი" "მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ... არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი მონიკა ბელუჩი.
მონიკას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაშორდა ქმარს - ვენსან კასელს, ორი ქალიშვილი ჰყავს - დევა და ლეონი კასელები. მიიჩნევა, რომ კარგი და ყურადღებიანი დედაა, თუმცა ამ თემაზე ხშირად არ საუბრობს და მისი შვილების ფოტოებიც თითო-ოროლაა ინტერნეტში, რადგან არც მათი საჯაროდ გამოჩენა უყვარს.
ლეონი 7 წლისაა, დევა კი - 13-ის და ბოლო პერიოდში მისი რამდენიმე ფოტო გამოჩნდა, რომლებზეც ჩანს, რომ გოგონა წამოიზარდა, დედასაც უსწრებს უკვე სიმაღლით და ემსგავსება კიდეც. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვნახოთ, თუ გაიმეორებს დედის თავბრუდამხვევ წარმატებას.
გადაფურცლეთ და იხილეთ სხვა ფოტოები
{{ArticleSplitCont}}
დევა ნამდვილად ჰგავს დედას
ეს კი 7 წლის ლეონი
ასევე იხილეთ მონიკა ბელუჩის გამონათქვამები ოჯახსა და დედობასთან დაკავშირებით